ბაყაყი-მონსტრი - კვირის პალიტრა

ბაყაყი-მონსტრი

ეს ბაყაყი "თანამოძმეებში" ყველაზე ვერაგი და დაუნდობელია. მის საშინელ ხახაში ასრულებენ სიცოცხლეს ჩიტუნები, მომცრო თევზები, სხვა ბაყაყები, თაგვები და 70 სმ სიგრძის გველგესლაც კი.

ბაყაყი-ხარი ნამდვილი კანიბალია და ცდილობს ყველაფერი შეჭამოს, რასაც მოერევა.

სულ ახლახან, უგანდაში ამ მონსტრმა 1 საათის განმავლობაში  1 გველი, 2 ბარტყი და ღამურა მიირთვა.

ბაყაყი-ხარი ამერიკის, აზიისა და აფრიკის ფაუნისთვის ნამდვილი საფრთხეა. ამ მტაცებელს ისეთი კბილები აქვს, მინის დაღრღნა შეუძლია, 3,5 მეტრზე ხტება და მეტად ღორმუცელაა. აგრესიული მონსტრი ბუნებას დიდ ზიანს აყენებს. მას მხოლოდ ერთი  მტერი ჰყავს - ადამიანი. აშშ-ისა და კანადის რესტორნებში მისი უკანა თათები გურმანების საყვარელი კერძია.

ყველაზე დიდი ზომის ბაყაყი-ხარი კამერუნში ბინადრობს - ამ მონსტრის წონა 2 კგ-ს აღწევს, სხეულის სიგრძე კი 25 სმ-ს. "გოლიათები", ძირითადად, საფრიდან ესხმიან თავს მსხვერპლს, რომელსაც ხახაში ახრჩობენ.

კამერუნის ერთ-ერთი ზოოპარკის უფროსი ზედამხედველი თავად შეესწრო, როგორ დაახრჩო და გადაყლაპა უზარმაზარმა ბაყაყმა 70 სმ სიგრძის გაბონის გველგესლა (ეს უკანასკნელი მეტად შხამიანია, თუმცა უმიზეზოდ არავის ესხმის თავს, აფრიკელები კი ხშირად სახლში კატის ნაცვლად თაგვების დასაჭერადაც იყენებენ).