"გიორგიმ მომიტაცა. საშინლად გავბრაზდი. დღესაც არ ვიცი, რა ძალამ გადამაწყვეტინა მასთან დარჩენა..." - კვირის პალიტრა

"გიორგიმ მომიტაცა. საშინლად გავბრაზდი. დღესაც არ ვიცი, რა ძალამ გადამაწყვეტინა მასთან დარჩენა..."

ცნობილი ადამიანების პირველ პაემანსა თუ სიყვარულზე სახალისო ამბებს "გზის" არქივიდან შემოგთავაზებთ.

ინტერვიუები, რომლებიც წლების თუ თვეების წინ ჩაიწერა, ბევრისთვის დღესაც სიახლე იქნება, ზოგისთვის კი იმის შეხსენება, რაც თავის დროზე ცნობილებმა გულახდილად გვიამბეს. გთავაზობთ ამონარიდებს ინგა გრიგოლიას, რუსკა მაყაშვილის, ზურა ხაჩიძისა და კრისტი ყიფშიძის ინტერვიუებიდან.

კრისტი ყიფშიძე: "იმ ადამიანთა რიგს არ მივეკუთვნები, ვისაც სიყვარული საბავშვო ბაღშივე ეწვევა ხოლმე. ჩემი შვილი კი საერთოდ არ მგავს: 3 წლისა უფროს ბიჭებს ეპრანჭებოდა... არც ცალმხრივად ვყოფილვარ ოდესმე შეყვარებული. ყოველთვის მიკვირდა იმ მეგობრების, რომლებიც ამბობდნენ, - მიყვარს და როგორ მოვიქცე, მისი ყურადღება რომ მივიქციოო? გრძნობა ყოველთვის ბიჭების სიყვარულის საპირისპიროდ მიჩნდებოდა ხოლმე.

- პირველი სიყვარული როგორ გახსენდება? - თინეიჯერულ ასაკში ერთი უცნაური და ალბათ, ბავშვური ჩვევა მქონდა: როცა გავიგებდი, რომ რომელიმე ბიჭს მოვწონდი, მასზე ვბრაზობდი და ვერ ვიტანდი. 13 წლის ვიქნებოდი, ერთი თაყვანისმცემელი რომ მომეწონა. მასთან შეხვედრებს პაემანს ვერც დავარქმევ. რესტორანში არასდროს ვყოფილვართ. ერთმანეთს პირველად ჩემს ეზოში შევხვდით. ყვავილები მაჩუქა. რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ ზოგიერთი ჩემი ნაცნობი გოგონას მსგავსად, ყვავილების ფურცლები სათუთად არ შემინახავს. ის ბიჭი საკმაოდ დიდხანს, რამდენიმე წლის მანძილზე მიყვარდა. ჩვენს ერთ-ერთ პაემანს ჩემი პირველი კოცნა მოჰყვა, რის შემდეგაც ორივე გავწითლდით. ვერ გეტყვით, პირველი კოცნის შთაბეჭდილება დიდხანს გამყვა-მეთქი. აღარც მახსოვს, მე და ის ბიჭი რატომ დავშორდით. დღეს ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი LOVE story სულაც არ ყოფილა... შემდეგი გატაცება სტუდენტობის დროს მქონდა. იმ ბიჭთან პაემანზე რომ მივდიოდი, სულ ვნერვიულობდი. პუნქტუალური ადამიანი ვარ და იმაზე ვფიქრობდი, დათქმულ დროს მივიდე და მას რომ დააგვიანდეს, როგორ უნდა მოვიქცე-მეთქი? მაგრამ ტყუილად ვშიშობდი... ჩვენი ურთიერთობა სულ რაღაც, ერთ თვეს გრძელდებოდა, მერე გიორგიმ (გიორგი ყიფშიძე - ავტ.) მომიტაცა. არადა, მანამდე ისიც კი არ ვიცოდი, თუ მოვწონდი. გიორგიმ და მისმა დამ - ლენუკამ დამირეკეს და ერთი საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე წასვლა შემომთავაზეს. წავედი, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მომიტაცეს. საშინლად გავბრაზდი. დღესაც არ ვიცი, რა ძალამ გადამაწყვეტინა მასთან დარჩენა..." იხილეთ სრულად