"დარბაზი იცინის, ბუთხუზიც ვეღარ უკრავს" - იმპროვიზაცია, ანუ გურული წყევლა - კვირის პალიტრა

"დარბაზი იცინის, ბუთხუზიც ვეღარ უკრავს" - იმპროვიზაცია, ანუ გურული წყევლა

1968 წლიდან მისი სახელი ანსამბლ "ივერიას" განუყოფელი ნაწილი გახდა. ვახტანგ ტატიშვილი სხალისო ისტორიას იხსენებს:

- ფილამონიის დიდ დარბაზში ხშირად 2 ან 3 კონცერტი გვქონია დღეში. ზედიზედ 130-150 კონცერტს რომ ჩაატარებ, მუდმივად დაძაბული ხარ და განტვირთვისთვის, შიგადაშიგ ხუმრობა შეიძლება. მუსიკალურ დადგმაში იმპროვიზაციას მაშინ მიმართავ, როცა გინდა, პარტნიორი ცოტა გააცინო, მოდუნებული გამოაფხიზლო. ამ დროს არავინ ბრაზდება. ზოგჯერ, ელოდებიან კიდეც ჩემგან რამე განსხვავებულს. სხვათა შორის, ძალიან ადვილია თემურ წიკლაურის გაცინება. "რწყილი და ჭიანჭველას" ათწუთიანი ნომერი გვქონდა, რომელიც 20 წუთი გაგვიგრძელებია, იყო საშუალება და ვხალისობდით. ერთი მონაკვეთია, როცა სამეგრელოში კვარაცხელიას ჯიშის ძროხასთან მივდივარ რძის სათხოვნელად. ძროხის როლს ბუთხუზ ბასილაია ასრულებდა. ჩვენი დიალოგის დროს, ის მეგრულად მეტყოდა რაღაცას, მე ვპასუხობდი, მერე როიალს "ვწველიდი"...

როცა აფხაზეთი, ასე ვთქვათ, ახალი წართმეული გვქონდა, ბუთხუზი ასეთ ტექსტს ამბობდა: "...აღარც ცხუმი, აღარც გალი,/ სორე წიე სამართალი,/ ვიბრძვით მხოლოდ პარტიზანი,/ მას არა აქვს სხვა მიზანი,/ რომ არ მოხდეს კიდევ შარი,/ მოგვაშორეთ რუსის ჯარი!" რომ არავინ მოელოდა, მაგ მომენტში წყევლა დავიწყე (გურული რწყილი ვიყავი): ოი, ჭირი მაგათ, მაგენის კუბო ვნახე დღეის სწორს, მუუსვლელში წასულიყვნენ, ეგენი დავასაფლავე მავზოლეუმთან... მერე ვითომ ნიჩაბს ვიღებ და მიწას ვაყრი, ყვავილებსაც ვაწყობ (იქვე სცენაზე იდგა კალათა ყვავილებით). მთელი დასი სიცილისგან დავარდა, ვერ ჩერდებიან. დარბაზი იცინის, ბუთხუზიც ვეღარ უკრავს (იცინის). ეს იმპროვიზაციად არ უნდა ჩავთვალოთ, რადგან ამისთვის ერთი კვირა მაინც ვემზადებოდი. სპეციალურად ვიმუშავე, რომ არ შემშლოდა. იხილეთ სრულად