"ყველა მოლოდინი, სიამაყე, დამარცხების შიში და მოკრძალება სიკვდილის წინაშე უკან იხევს" - კვირის პალიტრა

"ყველა მოლოდინი, სიამაყე, დამარცხების შიში და მოკრძალება სიკვდილის წინაშე უკან იხევს"

"იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები", - ამ სიტყვებით მიმართა სტივ ჯობსმა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებს 2005 წელს. გამოსვლისას მან თავისი ცხოვრება სამ პატარა ისტორიად დაყო და დაასათაურა. საზოგადოებამ სწორედ ამ დღეს თავად სტივ ჯობსისგან გაიგო, რომ ბიზნესმენი მძიმე სენით იყო დაავადებული: "იმის გაფიქრება, რომ მალე გარდავიცვლები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ძალიან მეხმარება, რადგან ყველაფერი - ყველა მოლოდინი, ყველა სიამაყე, დამარცხების შიში და მოკრძალება – სიკვდილის წინაშე უკან იხევს. რჩება მხოლოდ ის, რაც ნამდვილად ღირებულია და ამით უკვე თავისუფალი ხარ, აღარ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ შენს გულს, შენს ინტუიციას არ მისდიო."

ჯობსი გახლდათ ის მებრძოლი, რომელმაც ავადმყოფობაც ცხოვრების გამოწვევად გადააქცია. სიცოცხლის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მან მართლაც გაუგონარი რამ შეძლო. თითქოს სიკვდილის ჯიბრზე ცდილობდა, ახალ-ახალი გამოგონებებით მსოფლიო გაეოცებინა.

2001 წლისთვის Apple-მა პრესონალური კომპიუტერების წარამოებას ახალი სუნთქვა შთაბერა... და მართლაც დადგა დრო: "იფიქრე სხვაგვარად".

ჯობსის კიდევ ერთ-ერთი იდეა იყო, შეექმნა პორტატული მუსიკალური ფლეერი. ასე იხილა მზის სინათლე iPod-მა, მოწყობილობამ, რომელმაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში Apple კომპიუტერის მწარმოებელი კომპანიიდან ყველაზე დიდი შესაძლებლობის კორპორაციად გადააქცია. ჯობსმა საზოგადოებას iPod 2001 წლის 23 ოქტომბერს წარუდგინა. პრეზენტაციაზე, მან ჩვეულებისამებრ მაგიდიდან კი არ აიღო ხავერდის გადასაფარებელი რაღაც ახლის საჩვენებლად, არამედ საზოგადოებას უთხრა: ნახეთ, მე რა მაქვსო და ჯინსის ჯიბიდან მბრწყინავი iPod ამოიღო. "ამ პატარა საოცრებას შეუძლია, თქვენი საყვარელი ათასამდე სიმღერა შეინახოს. თან შეგიძლიათ, მუდამ ჯიბით ატაროთ." - განუცხადა აუდიტორიას ჯობსმა. დარბაზი აპლოდისმენტებმა წალეკა...

სწორედ ამ პერიოდში ჯობსმა ახალი სტრატეგიით დაიწყო მოქმედება. სიახლე ითვალისწინებდა არა მხოლოდ Apple-ის, არამედ მთელი ინდუსტრიის გარდაქმნას. მისი აზრით, კომპიუტერი უნდა ქცეულიყო ციფრულ საშუალებად, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობას მართავდა - მუსიკალური ფლეერებიდან დაწყებული, ვიდეოკამერებით დასრულებული. ყველა ეს მოწყობილობა უნდა მიერთებოდა კომპიუტერს და მისი საშუალებით მართულიყო ფოტოებიც, ვიდეოჩანაწერებიც, მუსიკაც, ინფორმაციაც, ანუ ბოლოს და ბოლოს, უნდა დაწყებულიყო ის, რასაც ჯობსი "ციფრულ ერას" უწოდებდა.

2004 წელს სტივს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იგი იძულებული გახდა, კომპანია დაეტოვებინა და ოპერაცია გაეკეთებინა. ჯობსმა სიცოცხლისთვის ბრძოლა მისთვის დამახასიათებელი სიჯიუტითა და ჟინით დაიწყო. სიმსივნის ამოკვეთიდან რამდენიმე ხანში კომპანიაში დაბრუნდა და მუშაობას გაორმაგებული ენთუზიაზმით შეუდგა.

როგორ მივიდა ჯობსი iPhone-მდე? - ამაში მას მობილური ტელეფონების ხანის დადგომა დაეხმარა. "მოწყობილობა, რომელიც ლამის საკვების გარეშე გვტოვებს, მობილური ტელეფონია." - ასე უხსნიდა ის დირექტორთა საბჭოს ციფრული კამერების ბაზრის ჩავარდნას, მას მერე, რაც კამერებით აღჭურვილი მობილური ტელეფონები გამოვიდა. მისი მოტივაცია ისიც იყო, რომ ტელეფონების ბაზარი დღითი დღე კატასტროფულად იზრდებოდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ტელფონები უსახურ და დაბალხარისხიან პროდუქტს წარმოადგენდა. ჯობსმა დაინახა, რომ ამ ბაზრზე მაღალხარისხიანი, ულტრატექნიკურად გამართული პროდუქტისთვის ცარიელი ნიშა იყო.

ამის პარალელურად Apple-ში ასევე მიდიოდა საიდუმლო ცდები პლანშეტური კომპიუტერის შესაქმნელად. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად iPad-ის იდეამ iPhone-ის შექმნას უბიძგა.

2007 წლის ივნისის ბოლოს iPhone ბაზარზე გავიდა. ჯობსი ცოლთან ერთად მივიდა Apple-ის მაღაზიაში პოლო-ალტოში, რათა იქ შექმნილი აჟიოტაჟი პირადად ენახა. ცნობილია, რომ ის ახალი პროდუქტის გაყიდვის პირველ დღეს ხშირად იქცეოდა ასე. მართლაც, ეს მოწყობილობა რეკორდული სისწრაფით იყიდებოდა, 2010 წელს 90 მილიონი აპარატი გაიყიდა, ეს მობილური ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე არსებული შემოსავლის ლამის ნახევარს შეადგენდა.

ეს არის პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში დღესაც ყველაზე მოთხოვნადია, რა თქმა უნდა, Apple-ის უმაღლესი სტანდარტის აქსესუარებითურთ -  დამტენით, USB კაბელით, ადაპტერით.

2009 წელს ჯობსს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუუარესდა და იგი კვლავ იძულებული გახდა, კომპანია დაეტოვებინა. მას ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. აღარავის სჯეროდა, რომ ის კვლავ შეძლებდა მუშაობას, თუმცა აღჭურვილია MFI სერთიფიკატით სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ სამუშაოს კვლავ დაუბრუნდა. როგორც ამბობენ, ის iPad-ზე მუშაობას ინტენსიური მკურნალობის დროსაც არ წყვეტდა.

აჟიოტაჟი, რომელსაც ჯობსი ყოველი ახალი პროდუქტის ბაზარზე გასვლის წინ ქმნიდა, არაფერი იყო იმ სიგიჟესთან შედარებით, რაც 2010 წლის 27 იანვარს სან-ფარნცისკოში iPad-ის პრეზენტაციის წინ ხდებოდა. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, პრეზენტაციას კვლავაც ჯობსი უძღვებოდა.

აზარზე გამოჩენიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში Apple-მა გაყიდა iPad-ის მილიონი აპარატი. 9 თვეში კი - უკვე 15 მილიონი. როგორც კი iPad 1 ჩაეშვა წარმოებაში, ჯობსმა უკვე iPad 2-ზე დაიწყო ფიქრი.

მოკლედ, დადგა ამ პროდუქტის პერზენტაციის დროც - 2011 წლის 2 მარტი. გამწვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იქ ჯობსის გამოჩენას არავინ ელოდა. პერზენტაციისთვის ყველაფერი მზად იყო, ჩვეულებისამებრ ისმოდა ჯობსის საყვარელი "ბიტლზის" სიმღერა. უცებ გაისმა ხმა: - კარგა ხანს ვმუშაობდი ამ პროდუქტზე და ძალიან მინდოდა, ვყოფილიყავი აქ, თქვენთან! - და სცენაზე საკმაოდ მხნე ნაბიჯით გამოვიდა, უსაშველოდ გამხდარი და ღიმილიანი სტივ ჯობსი, შეკრებილი ხალხი ფეხზე ამდგარი, მხურვალე აპლოდისმენტებით შეეგება ადამიანს, რომელიც დროს მუდამ ერთი ნაბიჯით უსწრებდა. ასე დაიწყო ჯობსმა თავისი ბოლო პრეზენტაცია...

"საუკეთესო პროდუქტის შექმნა ბევრად არის დამოკიდებული ამ პროდუქტის დამუშავების პროცესზე, აგრეთვე იმაზე, როგორ შეგვიძლია ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების გაგება..." – ამბობდა ჯობსი. Apple ჯობსის შემდეგაც ამ პრინციპით მუშაობს, ეს შეეხება ტექნიკის ნემისმიერ დეტალას, რომელთა გარეშეც ჯობსისუელ სრულყოფილება ვერ მიიღწევა.

10 სექტემბერს კომპანია Apple-ს მომხმარებელს ახალ პროდუქტს შესთავაზებს, ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი აიოსი... Apple კიდევ ერთხელ წარმოადგენს უსაფრხთო და დაცულ პროდუქტს, ასევე ოპერატიულ სისტემას რომლის დაჰაკვა თითქმის წარმოუდგენელია.

ერთადერთი პრობლემა, რაც ბევრ მომხმარებელს აქვს, არის არაორიგინალი აქსესუარების გამოყენება ეფლის პროდუქტზე, ამიტომაც, ცნობილია, კომპანია Apple რეკომენდაციას მხოლოდ ორიგინალი - MFI სტანდარტით შექმნილი კაბელების გამოყენებას უწევს, რაც გარანტიაა ტექნიკის გამართულად მუშაობის და თავიდან აგაცილებთ ისეთი პრობლემებს, როგორიცაა ელემენტისა და ტელეფონის დაზიანება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს Apple და UGREEN შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე - ყველა ლაითინგ კაბელის ამ სერტიფიცირებით აღჭურვაზე. ეს იყო პირველი ჩინური კომპანია, რომელსაც ამ სტანდარტების გამოყენების უფლება მიეცა.