"მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად" - როგორ ულოცავს კახა კალაძე უმცროსს ვაჟს დაბადების დღეს - კვირის პალიტრა

"მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად" - როგორ ულოცავს კახა კალაძე უმცროსს ვაჟს დაბადების დღეს

თბილისის მერი, კახა კალაძე "ინსტაგრამზე" უმცროს შვილს, პატარა ნიკოლას დაბადების დღეს ემოციური ფოტოებითა და სიტყვებით ულოცავს. ნიკოლა 1 წლის გახდა.

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პატარა კაცო, ნიკოლა, შენ ჩემი გული მოიტაცე! მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად", - წერს მერი.

თბილისის მერს და მის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს მეოთხე ვაჟი შარშან შეეძინათ. პატარა საფრანგეთში დაიბადა. როგორც ცნობილია, მერის მეუღლეს ბავშვების აღზრდაში ძიძები ეხმარებიან, რაც მას საშუალებას აძლევს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას არ ჩამოშორდეს.