"19-ის - გავთხოვდი და გაპრანჭვაც მაშინ დავიწყე. არ მომწონს, რომ დღეს 16-17 წლის მოზარდები უფროსი ასაკის ქალებს ჰგვანან" - კვირის პალიტრა

"19-ის - გავთხოვდი და გაპრანჭვაც მაშინ დავიწყე. არ მომწონს, რომ დღეს 16-17 წლის მოზარდები უფროსი ასაკის ქალებს ჰგვანან"

მომღერალმა მაგდა ვასაძემ იმიჯი მკვეთრად შეიცვალა: ვარცხნილობის და თმის ფერის ცვლილებასთან ერთად, მისი სხეულის ფორმებიც უფრო მეტად მომხიბვლელი და ეფექტურია... მაგდას ცხოვრების სტილის შესახებ ვესაუბრეთ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"16 წლისა სტუდენტი გავხდი, 19-ის - გავთხოვდი და სავარაუდოდ, გაპრანჭვაც მაშინ დავიწყე. არ მომწონს, რომ დღეს 16-17 წლის მოზარდები უფროსი ასაკის ქალებს ჰგვანან. ბავშვმა ბავშვობა უნდა შეირგოს - მე ასეთი ბავშვობა მქონდა... საკუთარ მომხიბვლელობას ყოველთვის ვაცნობიერებდი - ვიცოდი, როგორიც ვიყავი. ერთადერთი, ვარჯიში მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი..."

"ჩემი კვების რაციონში მაქსიმალურადაა ხილი, ბოსტნეული, ნახშირწყლები... ხანდახან ორგანიზმს სჭირდება, რომ თუნდაც კვირაში ერთხელ ბურგერიც მიიღოს. ყოფილა შემთხვევა, წავსულვარ და ბურგერი მიჭამია, თუმცა თავდაპირველად, დაახლოებით 3 თვე სრულიად ჯანსაღ კვებას მივდევდი. ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმს დღესაც ვინარჩუნებ..."

"ცვლილება მსიამოვნებს და ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ, რაც უნდა მოხდეს. ძალიან მაგარია, როცა სიახლეები გაქვს. თუნდაც წითელი თმიდან თეთრზე რომ "გადავდიოდი", ვფიქრობდი, - იქნებ არ მომიხდეს-მეთქი? თუმცა გავრისკე. საკუთარ თავს ვიცნობ - ვიცი, რა როგორ შეიძლება, მოვიხდინო. ამიტომ, ძირითადად, მსგავს გადაწყვეტილებებს მარტივად ვიღებ..."

"სახლში მხოლოდ მე და ჩემი შვილი - ლუკა ვცხოვრობთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვს ბევრი დრო დავუთმო. ჩემი გადატვირული გრაფიკის მიუხედავად, ასე თუ ისე, ამას მაინც ვახერხებ. თან, ლუკა უკვე დიდი ბიჭია - 13 წლისაა და თავადაც ხელს მიწყობს..." (იხილეთ სრულად)

ეთო ყორღანაშვილი