აგილერა ვარსკვლავს "ეღირსა" - კვირის პალიტრა

აგილერა ვარსკვლავს "ეღირსა"

29 წლის კრისტინა აგილერას 15 ნოემბერს ჰოლივუდის "დიდების ხეივანში" რიგით 2432-ე "დიდების ვარსკვლავი" ერგო. ცერემონიას უამრავი თაყვანისმცემელი

ესწრებოდა, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მათ ფავორიტს საკუთარი ვარსკვლავი ეღირსა.

ბედნიერმა კრისტინამ კი ვარსკვლავზე მოიკალათა და განსაკუთრებული მადლობა პირველ რიგში დედას უძღვნა. სხვათა შორის, 24 ნოემბერს აგილერას კინოდებიუტიც შედგება  - ეკრანზე გამოდის პირველი ფილმი მისი მონაწილეობით - "ბურლესკი".