დაუკარით, ერთწლიანი ქორწილია! - კვირის პალიტრა

დაუკარით, ერთწლიანი ქორწილია!

ზუსტად ერთი წლის წინ ირლანდიური ე.წ. "თაფლობის თვის" კონკურსის უჩვეულო პრიზი - "12-თვიანი თაფლობის თვე" მოიგეს ახალშეუღლებულმა დენიზ და მარკ

დაფილდ-ტომასებმა. მსოფლიოს გარშემო დაფინანსებული ტურნეს ფარგლებში ისინი რიგრიგობით სტუმრობდნენ იქაურ საქორწინო ცენტრებს და ადგილობრივი ტრადიციით მართავდნენ საქორწინო ცერემონიას.

12-თვიანი მოგზაურობის ბოლო დღეს, 15 ნოემბერს, დენიზმა და მარკმა თავი შორეული ავსტრალიის აბორიგენებთან ამოყვეს... სოფლად ტრადიციული აბორიგენული ქორწილი კი გადაიხადეს, მაგრამ მათი ეს უკანასკნელი ცერემონია მხოლოდ 82-ე აღმოჩნდა - მათ ვერ აჯობეს გინესის წიგნში მოხვედრილ იმ წყვილს, რომლებმაც 12-თვიანი მოგზაურობისას 83 საქორწინო ცერემონია გამართეს.