"აღარ უნდა ლაი-ლაი" - კვირის პალიტრა

"აღარ უნდა ლაი-ლაი"

ახლახან "კლარენს ჰაუსმა" (ბრიტანეთის სამეფო სახლმა) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის შვილიშვილი, პრინც ჩარლზისა და დაიანა

სპენსერის ვაჟი, უფლისწული უილიამი კეიტ მიდლტონს ირთავს ცოლად. უფლისწული და მისი საცოლე უკვე დაინიშნენ, ქორწილი კი 2011 წელს გაიმართება - ჩარლზისა და დაიანას ზღაპრული ქორწილის 30 წლისთავზე... უილიამი საცოლეს, რომელიც მასზე 5 თვით უფროსია, 8 წელიწადია ხვდება - ერთმანეთი შოტლანდიაში, სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში გაიცნეს. საპატარძლოს ოჯახი არისტოკრატიულ წრეს არ მიეკუთვნება.