რას ამბობს ენდოკრინოლოგი ინტერვალურ დიეტაზე, რომელიც 16-საათიან შიმშილს გულისხმობს?
რას ამბობს ენდოკრინოლოგი ინტერვალურ დიეტაზე, რომელიც 16-საათიან შიმშილს გულისხმობს?
"ინ­ტერ­ვა­ლუ­რი დი­ე­ტა", ასე უწო­დე­ბენ კვე­ბის რე­ჟიმს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვეა სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც ხში­რად სა­უბ­რო­ბენ მის ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და გა­სა­ო­ცარ შე­დე­გებ­ზე.

მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რი ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტილს იცავს, პი­რად "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე ამ დი­ე­ტის შე­სა­ხებ წერს:

"ნა­ნატ­რი პოს­ტი - ინ­ტერ­ვა­ლურ შიმ­შილ­ზე... ის, რაც გა­მო­მი­ყე­ნე­ბია და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რია, სხვა რე­ჟი­მებ­სა და გა­სახ­დომ კვე­ბებს შო­რის. ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი მარ­თლაც ეხ­მა­რე­ბა გახ­დო­მა­ში ორ­გა­ნიზმს, უფრო მე­ტიც, გა­ჯან­სა­ღე­ბა­შიც! (მაგ: წნე­ვის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში)

ეს სის­ტე­მა 8/16 ნიშ­ნავს, რომ 16 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვჭამთ არა­ფერს. და­ნარ­ჩე­ნი 8 სა­ა­თია ღიაა კვე­ბის­თვის. მე მყოფ­ნის, რომ გა­მოვ­ტო­ვო სა­უზ­მე ან ვახ­შა­მი და და­ახ­ლო­ე­ბით, 16 ან 18 სა­ა­თი მის­რულ­დე­ბა უჭ­მე­ლი ყო­ველ­დღე.

რამ­დენს გიყ­ვართ დი­ლით სა­უზ­მე? მე სა­ერ­თოდ არა, და მი­ად­ვილ­დე­ბა ამის კე­თე­ბა - ვჭამ
სა­ღა­მოს 7-8-ზე და მე­ო­რე დღეს მხო­ლოდ 12-2-ზე

შიმ­ში­ლის 16/18/20 სა­ა­თის დროს, ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­ყო­ფა რე­გუ­ლირ­დე­ბა, ორ­გა­ნიზ­მი სა­კუ­თა­რი ცხი­მის რე­ზერ­ვე­ბის წვა­ზე გა­და­დის. ძა­ლი­ან ბევ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი თვლის, რომ ეს წეს­რი­გი იმუ­ნი­ტეტს ამაღ­ლებს, ჰორ­მო­ნა­ლურ ფონს აუმ­ჯო­ბე­სებს და შაქ­რის დო­ნე­საც არე­გუ­ლი­რებს.

გან­სა­ზღვრეთ, რო­დის ჯობს შიმ­ში­ლი თქვენ­თვის, დი­ლით თუ სა­ღა­მო­ო­ბით და ჩემი რჩე­ვაა, რომ ხში­რად იკი­თხოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის შე­სა­ხებ. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია არ ვჭა­მოთ სა­ღა­მოს 8-ის მერე, მე­ო­რე დღის 12-მდე... პ.ს. მა­ინც გა­ე­სინ­ჯეთ ან გა­ე­სა­უბ­რეთ ექიმს და­წყე­ბამ­დე" - წერს ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა დარ­ღვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დრო­ში შე­ზღუ­დულ­მა კვე­ბამ და ვის­თვის არ არის სა­სურ­ვე­ლი, AMBEBI.GE ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ლიკა ცუც­ქი­რი­ძეს გა­ე­სა­უბ­რა:

"რო­დე­საც ადა­მი­ანს დი­ა­ბე­ტი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს და არის მკურ­ნა­ლო­ბის ქვეშ, გარ­კვე­ულ დროს უნდა მი­ი­ღონ საკ­ვე­ბი და წა­მა­ლი, შე­სა­ბა­მი­სად 16-სა­ა­თი­ან შიმ­ში­ლო­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ. ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, არ მგო­ნია სა­სურ­ვე­ლი ეს დი­ე­ტა.

- რა­ი­მე სა­ხის დარ­ღვე­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში 16-სა­ა­თი­ან­მა შიმ­შილ­მა?
- არა, დარ­ღვე­ვებს არ გა­მო­იწ­ვევს, თუმ­ცა, და­ნარ­ჩენ სა­ა­თებ­ში ძი­რი­თა­დად ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბით უნდა იკ­ვე­ბონ, რად­გან წო­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მტე­რი ნახ­შირ­წყლე­ბი და ტკბი­ლე­უ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სწრა­ფი შაქ­რე­ბი...

ნახ­შირ­წყლე­ბის სრუ­ლი­ად აკ­რძალ­ვაც არ არის სა­სურ­ვე­ლი, მისი მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ ხი­ლის სა­ხით, ისიც გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით... იხილეთ სრულად
ნინო გი­გიშ­ვი­ლი
ვიღაცა
18 სექტემბერი 2019 13:17
ინფლუენსერი რაღა ჯანდაბაა? ქართულად ვერ დაწერთ? ყველაფრის კალკირება რა უბედურებაა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?