ჭინჭყლი მილა - კვირის პალიტრა

ჭინჭყლი მილა

გერმანიაში "სამი მუშკეტერის" გადაღებების დასრულება მილა იოვოვიჩმა "ლოთობით" აღნიშნა ქმართან - რეჟისორ პოლ ანდერსონთან  ერთად... ბოლო კადრების

გადაღებისთანავე პოლმა "გრანდიოზული ფართი" შეუკვეთა, თუმცა გამობრძმედილი მეომარი, საფრანგეთისა თუ  სამყაროს არაერთხელ გადამრჩენელი მილა "მცირელიტრაჟიანი" მსმელი გამოდგა - პირველივე ჭიქა კოქტეილის შემდეგ ისე გამხიარულდა, მობილურით სურათების გადაღებასა და ინტერნეტში გაგზავნას მიჰყო ხელი. მეორე ჭიქის შემდეგ "სიყვარულის ბუშტი" გაუსკდა, ხოლო მესამის შემდეგ მანჭვა და ჭინჭყლობაც დაიწყო. პოლის აზრით, მილას სჭირდება ერთდღიანი "განტვირთვა"  - მუდამ გადაღებებში გაბმული სუპერვარსკვლავი დილით ლოს-ანჯელესში გაფრინდა.