პირველი "გიდი" - კვირის პალიტრა

პირველი "გიდი"

მიჩიგანის მცხოვრებ 30 წლის ბრმას, მონი რამოუნის, მუსლიმანმა მშობლებმა რატომღაც აუკრძალეს გაწვრთნილი გიდი-ძაღლის ყოლა. მონიმ პონი "კალი" იყიდა და

მწვრთნელს მიაბარა.

ჯუჯა რაში ისეთი შესანიშნავი მოწაფე გამოდგა, რომ ბედნიერი მონი უმისოდ ნაბიჯსაც აღარ დგამს. პონი იმდენად თვინიერი და გონიერია, რომ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიაში, სადაც მონი სწავლობს, პატრონთან ერთად ყოფნის ნებაც დართეს... კალი დღეს ერთადერთი ცხენია მსოფლიოში, რომელიც ბრმას გიდობას უწევს.