თმის "ხალიჩა" - კვირის პალიტრა

თმის "ხალიჩა"

მოსიუ - ადამიანის თმით ნახატის ქსოვის ხელოვნებაა, რომელიც ჩინეთში ძველთაგანვე მეტად პრესტიჟულად მიიჩნეოდა. იგი ტანის დინასტიის პერიოდიდან (618-907 წ.) იღებს სათავეს. ბოლო დროს მივიწყებული მოსიუ სიჩუანელმა ოსტატმა ჩჟან დე ჩუნმა ააღორძინა. ის მასალად ოჯახის წევრებისა და ახლობლების თმას იყენებს... ხალიჩის ქსოვისას ჩუნს სუნთქვის შეკავებაც კი უხდება, რადგან ამოსუნთქვამ შესაძლოა თმის ღერები აწეწოს და ოსტატს ყველაფრის თავიდან დაწყებამ მოუწიოს.