ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება - ვინ არის ქალი, რომელსაც მეტეორი დაეცა? - კვირის პალიტრა

ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება - ვინ არის ქალი, რომელსაც მეტეორი დაეცა?

ამერიკელი ენ ჰოჯესის ცხოვრება დიდად არაფრით განსხვავდებოდა, ვიდრე მის ცხოვრებაში ამოუხსნელი და მოულოდნელი შემთხვევა არ მოხდა. მას კოსმოსიდან ჩამოვარდნილი მეტეორი დაეცა და საკმაოდ დიდი ზიანიც მიაყენა.

მეცნერების თქმით, ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევა იყო, როცა მეტორი ადამიანს დაეცა.

ენ ელიზაბეთ ჰოჯესი ამერიკაში ალაბამას შტატში 1920 წელს დაიბადა. 34 წლის ასაკში, 1954 წელს, როცა ახალგაზდა ქალმა ნასადილევს სახლში დასვენება გადაწყვიტა და დივანზე მოკალათდა, სწორედ ამ დროს საშინელი სისწრაფით მოძრაობდა დედამიწისკენ მეტეორი. დედამიწაზე დაცემამდე მეტეორი სამ ნაწილად გაიყო, ერთი ნაწილი სწორედ ენის სახლს დაეცა. ძილბურანში მყოფმა ქალმა დაინახა, რომ უეცრად ჭერიდან შავი ამოუცნობი ნივთი ჩამოვარდა, რომელიც რადიომიმღებმა აისხლიტა და მას მარცხენა თეძოზე მოხვდა. "კოსმოსური ქვა" 3,8 კგ-ს იწონიდა.

შემთხვევისას ენმა საკმაოდ ძლიერი დამწვრობა მიიღო, ის საავადმყოფოში მოხვდა.

ექიმები და ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერები დაინტერესდნენ ენის შემთხვევით, ამ შემთხვევის შემდეგ ჰოდჯესის "მეტეორსაც" ეძახდნენ.

უამავმა გამოთქვა მეტეორის ყიდვის სურვილიც, თუმცა, საბოლოოდ, მეტეორი ალაბამის მუზეუმს გადაეცა.

შემთხვევიდან რამდენიმე წელში ენს ოჯახი დაენგრა. ახალგაზრდა ქალის და მისი ყოფილი მეუღლის განცხადებით, მას შემდეგ რაც მეტეორი სახლს დაეცა, დაირღვა მყუდროებაც და დაიწყო პრობლემებიც. 50 წლის ასაკში ენის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად შეიცვალა. ჰოჯესს ნერვული შეტევა დაეწყო და 52 წლის ასაკში მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა. (წყარო)