ფინქი ორსულადაა?! - კვირის პალიტრა

ფინქი ორსულადაა?!

პაპარაცებმა ფინქი მალიბუს პლაჟზე "გამოიჭირეს" და დაასკვნეს, რომ მითქმა-მოთქმა, ესტრადის სუპერვარსკვლავი ორსულადააო, სულაც არ არის სიცრუე. მართალია,

თავად მომღერალი არ ამხელს, რომ შვილს ელოდება, თუმცა მუდამ კოხტა და დაუდგრომელი ფინქის მომრგვალებული ფორმები ჭორებს ადასტურებს.

ჭორი კი დაქალმა გაუვრცელა, რომელმაც "სანს" გაუმხილა, რომ მომღერალი 12 კვირის ორსულია და იმედი აქვს, ბავშვის დაბადების შემდეგ ქმარი მასთან ბედნიერი იქნება: ფინქი 4 წელია მოტომრბოლელ კერი ჰარტის ცოლია და მათ ურთიერთობებს ჯერჯერობით "იდეალური" არ ეთქმის...