როგორ გავწმინდოთ გაზქურა და სამზარეულოს გამწოვი - 2 უმარტივესი ხერხი, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთებს ბრწყინვალებას დაუბრუნებს
როგორ გავწმინდოთ გაზქურა და სამზარეულოს გამწოვი - 2 უმარტივესი ხერხი, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთებს ბრწყინვალებას დაუბრუნებს
სამ­ზა­რე­უ­ლო, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი მუდ­მი­ვად ახა­ლი­ვით და სუფ­თად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ყვე­ლა დი­ა­სახ­ლი­სის ოც­ნე­ბაა. თუმ­ცა სი­სუფ­თა­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა საკ­მა­ოდ დიდ ძა­ლის­ხმე­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ხში­რად ეს არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­დუ­რაა.

გთა­ვა­ზობთ ორ მარ­ტივ ხერ­ხს, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ გა­ზ­ქუ­რა, მისი ზე­და­პი­რი და ზე­და­პირ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ლი­თო­ნის სად­გა­მე­ბი ცხი­მი­სა და საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის კვა­ლის­გან მუდ­მი­ვად სუფ­თა იყოს და ახა­ლი­ვით ბზი­ნავ­დეს.

რო­გორ უნდა გაწ­მინ­დოთ გა­ზ­ქუ­რის ზე­და­პი­რი და ლი­თო­ნის სად­გა­მე­ბი

1) თქვენ დაგ­ჭირ­დე­ბათ:

4 პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პა­ტა­რა ჩან­თე­ბი სა­მაგ­რე­ბით

ამი­ა­კის სპირ­ტი

სი­თხის
საფ­რქვე­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბა


უბ­რა­ლოდ მო­ა­თავ­სეთ ბინ­ძუ­რი ღუ­მე­ლის თი­თო­ე­უ­ლი დამ­ცა­ვი რკი­ნა ჩან­თა­ში და მი­ას­ხუ­რეთ მას ამი­ა­კის სპირ­ტი. ამის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცოტა ხნით და­ე­ლო­დოთ პრო­ცესს, შემ­დეგ კი თი­თო­ე­უ­ლი რკი­ნა ღრუბ­ლით გაწ­მინ­დეთ, გაწ­მენ­დის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია! ნა­ხეთ ვი­დეო და უკეთ მიხ­ვდე­ბით, თუ რო­გორ კეთ­დე­ბა ყო­ვე­ლი­ვე ეს.





2) აი­ღეთ საკ­ვე­ბი
სოდა და წყა­ლი, აუ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთ­ში ისე, რომ პას­ტის­მაგ­ვა­რი მასა მი­ი­ღოთ, წა­უს­ვით გა­ზ­ქუ­რას, ჩარ­თეთ და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­მორ­თეთ, შემ­დეგ სპრე­ის ბოთ­ლში ჩა­ას­ხით ვაშ­ლის ძმა­რი, კარ­გად და­ნა­მეთ გა­ზ­ქუ­რა და შემ­დეგ გაწ­მინ­დეთ, ეს ხერ­ხი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია ასე­ვე ფან­ჯრე­ბი­სა და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის გა­სა­სუფ­თა­ვებ­ლად, მათ შო­რის, ღუ­მე­ლის რკი­ნის ბა­დე­ე­ბის, გამ­წო­ვის ფილტრე­ბი­სა და მისი ზე­და­პი­რის.



გამ­წო­ვის რე­ცხვა-წმენ­დის წე­სე­ბი

კი­დევ ერთი ატ­რი­ბუ­ტი, რო­მე­ლიც სახ­ლში სი­სუფ­თა­ვის შეგ­რძნე­ბი­სა და კომ­ფორ­ტის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არის სამ­ზა­რე­უ­ლოს გამ­წო­ვი.

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გამ­წო­ვი ბი­ნას სუფ­თა და ჯან­სა­ღი ჰა­ე­რით უზ­რუნ­ველ­ყოფს და მყუდ­რო და კომ­ფორ­ტულ ატ­მოს­ფე­როს ქმნის. სამ­ზა­რე­უ­ლოს გამ­წო­ვი არ არის ინ­ტე­რი­ე­რის ის დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც სტილს ქმნის. ამ ხელ­სა­წყოს წმინ­და პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს: წმენ­დს ჰა­ერს ნამ­წვის­გან, კვამ­ლი­სა და ჭვარტლის­გან და სუ­ნებს მთელ ბი­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით - ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა სა­ღა­მოს სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­სულს იმ თევ­ზის სუნი დაგ­ხვდე­ბათ, რო­მე­ლიც ვახ­შმად მი­ირ­თვით.

ფსი­ქო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ უსი­ა­მოვ­ნო სუნი ადა­მი­ანს აღი­ზი­ა­ნებს, იწ­ვევს თა­ვის ტკი­ვილს და დეპ­რე­სი­ა­საც კი. იმა­ზე, თუ რო­გორ მუ­შა­ობს ჰა­ე­რის გამ­წმენ­დი, ბევ­რად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბა. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მუ­დამ სუფ­თა ჰა­ე­რი რომ იყოს, სა­ჭი­როა, გამ­წო­ვი მუ­დამ კრი­ა­ლებ­დეს.


არ და­ი­ვი­წყოთ, რომ გამ­წო­ვი ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბაა და თავ­და­პირ­ვე­ლად ელექტრო­ქ­სე­ლი­დან უნდა გა­ი­თი­შოს. ამის შემ­დეგ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რო­მე­ლი ფილტრი აქვს გამ­წოვს. ლი­თო­ნი­სა (უმე­ტე­სად - ალუ­მი­ნი­სა, იშ­ვი­ა­თად - თუ­ჯი­სა) რე­გუ­ლა­რულ წმენ­დას მო­ი­თხოვს. გაწ­მენ­დის დრო რომ მო­უ­ვა, ამას სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­დი­კა­ტო­რი მი­გა­ნიშ­ნებთ. ნახ­ში­რი­სა და აკ­რი­ლის ფილტრი კი არ იწ­მინ­დე­ბა - მას ცვლი­ან. გამ­წო­ვის კორ­პუს­საც სჭირ­დე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­სუფ­თა­ვე­ბა - მტვრის­გან, ცხი­მის­გან, ჭვარტლის­გან... რის­გა­ნაც უნდა იყოს ის დამ­ზა­დე­ბუ­ლი: ალუ­მი­ნის­გან, უჟან­გა­ვი ლი­თო­ნი­სა თუ მი­ნის­გან, და­ფა­რუ­ლი იყოს მი­ნან­ქრით - არა­სო­დეს გა­მო­ი­ყე­ნოთ უხე­ში ღრუ­ბე­ლი ან სა­ხე­ხი: ის გლუვ ზე­და­პირს და­კაწ­რავს.

ვაშ­ლის ძმ­რის, თბი­ლი წყლი­სა და სო­დის კომ­ბი­ნა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა გამ­წო­ვის კორ­პუ­სი­სა და ფილტრის გა­საწ­მენ­და­დაც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები