"ყველგან ვამბობ, რომ გურული ვარ... მე ეს მეამაყება" - ვინ არის გურული მოდელი, რომელმაც მსოფლიო მოდის სამყარო დაიპყრო
"ყველგან ვამბობ, რომ გურული ვარ... მე ეს მეამაყება" - ვინ არის გურული მოდელი, რომელმაც მსოფლიო მოდის სამყარო დაიპყრო
ამ რამდენიმე დღის წინ ქართველი მოდელი, მარიშა ურუშაძე, ნიუ-იორკში გამართულ მოდის კვირეულზე ცნობილი ამერიკელი დიზაინერის მარკ ჯეიკობსის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. შოუში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა დებმა ჯიჯი და ბელა ჰიდიდებმა.

ამ ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ მარიშას ფოტო მარკ ჯეიკობსის სოციალურ ქსელის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.

მარიშა ურუშაძე მარკ ჯეიკობსის კოლექციის ჩვენებაზე

მარიშა სამოდელო სააგენტო Lookmodels-ის მოდელია, რომლის ხელმძღვანელიც ნინო ცქიტიშვილია.

მარიშას ნამუშევარი აქვს მსოფლიოში ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა ELLE, GIVENCHY, MARGIELA, DIESEL.
Chloe, NEXT, V Magazine და სხვა.

გასულ წელს ქართველი გოგონა Gucci-ს ექსკლუზიური მოდელი იყო.

მარიშა მოხვდა იმ 5 ქართველ მოდელს შორის, რომლებზეც Vogue-ის ონლაინ-გამოცემა წერდა.

"განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მარიშა ურუშაძე: ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ყველაზე მეტად მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში", - წერდა
Vogue-ის ონლაინ-გამოცემა 2016 წელს.


"14 წლის ვიყავი, როცა მამიდაჩემმა მიმიყვანა ყველაზე წამყვან სამოდელო სააგენტოში. ერთი წლის შემდეგ პარიზში გამიშვეს კასტინგებზე, სადაც მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერებმა მნახეს. მას შემდეგ თითქმის 6 წელია დავდივარ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და ვმონაწილეობ მაღალი მოდის ჩვენებებში, სარეკლამო კლიპებში.

თავს არ ვზოგავ, რომ ვიყო წარმატებული და მქონდეს ხშირი მიწვევები, რაც საკმაოდ კარგად აისახება კიდეც ჩემს შემოსავალზე", - ამბობდა მარიშა "გურიანიუსთან" საუბრისას.

"მახსოვს, როცა ყაზახეთში ვცხოვრობდით და მამათში 4-5 წლის ჩავყავდი ჩემს მშობლებს. ქართული არ ვიცოდი. დილით 5-6 საათზე ვდგებოდი, როცა ყველას ეძინა (ყაზახეთი 3 საათით წინ არის) და მეზობლების საქათმეებში დავდიოდი წიწილების სანახავად. ქათმების კრიახზე მთელი კუთხე იღვიძებდა. როცა მე მნახულობდნენ საქათმეში, იცინოდნენ და ხალისობდნენ... ყველგან ვამბობ, რომ ვარ გურული და ლანჩხუთელი, მე ეს მეამაყება. ეს გრძნობა მამაჩემმა ალმაათაში ჩამინერგა. სულ მიყვებოდა ცნობილ ლანჩხუთელებზე, ნათესავებზე, ფეხბურთზე..." (წყარო)


Koka
07 ოქტომბერი 2019 10:06
Isic dauzuste lanchxuteli xar tu choxataureli, nu daabnev ucxoelebs.
ამკ
24 სექტემბერი 2019 13:45
"ყველგან ამბობს რომ გურულია" და თქვენ ხალხი ასწავლის რა არის და როგორ არის. რუსებს კი ვუბრაზდებით მრავალსაუკუნოვანი დანაწილების მერე სათითაოდ რომ აკრიფე ეს სახელმწიფოები ეს საქართველო იყოო..

ეტყობა უცხოელებმა უფრო იციან ჩვენი ისტორია ვიდრე ჩვენ.
Husein bizia
22 სექტემბერი 2019 10:46
Guriis federaciuli respublika :))

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები