"მასში ყველაფერს ვაფასებ და ამის გამო მიყვარს, დიდ პატივს ვცემ" - რას ამბობს გიორგი ნაკაშიძე მისი და ნინა ჟვანიას გარშემო არსებულ მითქმა-მოთქმაზე? - კვირის პალიტრა

"მასში ყველაფერს ვაფასებ და ამის გამო მიყვარს, დიდ პატივს ვცემ" - რას ამბობს გიორგი ნაკაშიძე მისი და ნინა ჟვანიას გარშემო არსებულ მითქმა-მოთქმაზე?

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე "კვირის პალიტრასთან" ტკივილიან წარსულსა და აწმყოზე საუბრობს. მათ შორის ლაპარაკობს ზურაბ ჟვანიას ქვრივთან, ნინა ჟვანიასთან ურთიერთობაზე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თუ "ოსკარის" შემდეგ ქართული დელეგაციის ვიზიტს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და მაშინ მიშა მესხი იყო ეპიცენტრში, ახლა თქვენ ხართ მითქმა-მოთქმის ეპიცენტრში და ნინა ჟვანია ტყუილად არ მიხსენებია...

- რა მითქმა-მოთქმაა?

- ამბობენ, რომ მასთან რომანი გააჩაღეთ...

- ნინა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, გვერდით მიდგას გასაჭირშიც და ლხინშიც და დიდ პატივს ვცემ. მან დიდი ტრაგედია გადაიტანა და ამ ყველაფერს მძიმედ აღიქვამს. ასეთი ძლიერი ბევრი კაციც კი არ მინახავს. მასში ყველაფერს ვაფასებ და ამის გამო მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. თუ "მითქმა-მოთქმას" ეს პასუხი დააკმაყოფილებს, პირდაპირ გეუბნებით...

- თქვენს თაობას ხშირად დაკარგულ თაობას უწოდებენ. ერთხელ გიო ხუციშვილმა მითხრა, ომი, ნარკოტიკი, სასმელი.... ამ ყველაფრის გამო ჩვენს თაობას ბევრი რამ დარჩა სათქმელი და გასაკეთებელი, ვერ მოასწრეს, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდანო...

- ჩემი ბევრი მეგობარი ნარკოტიკმა "წაიყვანა". 48 წლის ვარ. როგორც კი "ნაცმოძრაობა" "დაიწყო", ყველა მოვლენის ეპიცენტრში მოვყევი. მანამდე 9 აპრილის დარბევისას იქ ვიყავი, ნაცემი მიმიყვანეს კლინიკაში... საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ქვეყანა აღმოჩნდა კრიზისში... ამ მშიერ და უფულო ქვეყანაში ბევრი იარაღი იყო და დაიწყო ოსეთის, აფხაზეთის ომები... ჩვენ, პატარა ბიჭები, რომლებმაც ცხოვრება არ ვიცოდით, ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრში მოვექეცით. ეს წითელ ხაზს იქით ემოციური მდგომარეობა ფსიქიკას დაღს ასვამს... რაღაც ასაკში რომანტიკულად აღიქვამ, მაგრამ ასაკთან ერთად სადღაც გახსენებს თავს, როგორც ბავშვობაში ნატკენი ფეხი - გგონია გაგიარა, არადა, სიბერეში იწყებს ტკივილს. ასეა, ტრავმები ნელ-ნელა იჩენს თავს... იხილეთ სრულად