"დედა დავკარგე და ახლა ვუყურებ, როგორ ხდება ჩემი მეუღლე იგივე ბოროტი ძალების მსხვერპლი"
"დედა დავკარგე და ახლა ვუყურებ, როგორ ხდება ჩემი მეუღლე იგივე ბოროტი ძალების მსხვერპლი"

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა მუდმივად პრესის განხილვის მთავარი თემაა. როგორც ცნობილია, სასექსის ახალგაზრდა ჰერცოგინია ბრიტანულ გამოცემა Mail on Sunday-ს სასამართლოში უჩივის. მარკლის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გამოცემამ უკანონოდ გამოაქვეყნა მისი პირადი წერილი, რომელიც ჰარისთან დაქორწინების შემდეგ, მამას, თომას მარკლს მიწერა. მეუღლეს ღიად დაუჭირა მხარი პრინცმა ჰარიმ და ჟურნალისტებს საჯაროდ მიმართა.

სასექსის ჰერცოგინიას ადვოკატები გამოცემას მარკლის საავტორო უფლებების დარღვევაში, პირადი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებაში და
პერსონალური ინცორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

მაშინ, როცა მარკლის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ Mail on Sunday-მ ყველა საავტორო უფლება დაარღვია და მეტიც, დაამცირა სასექსის ჰერცოგინია, გამოცემაში ამტკიცებენ, რომ მათ არც ერთი სტანდარტი არ დაურღვევიათ და სასამართლოში აუცილებლად დაიცავენ გამოცემის უფლებებს.

პრინცმა ჰარიმ,
რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი მეუღლეს, განაცხადა, რომ
მეგანი მის მიმართ დაუსრულებელმა უარყოფითმა პროპაგანდამ აიძულა სასამართლოსთვის მიემართა.


პრინცმა გაიხსენა დედის პრინცესა დაიანას ისტორიაც და თქვა, რომ ყველაზე მეტად ამ ისტორიის გამეორების ეშინია.
"მაქვს ნანახი, როცა ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს, როგორ აქცევენ მოსობრივი ინფორმაციის საგნად იმ დონემდე, რომ მას უკვე რეალურ ადამიანად ვეღარ აღიქვამენ... ვხედავ, როგორ ხდება ჩემი მეუღლე ყველა იმ სიტუაციის მსხვერპლი, რომელმაც ადრე დედაჩემის სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქცია. დედა დავკარგე და ახლა ვუყურებ, როგორ ხდება ჩემი მეუღლე იგივე ბოროტი ძალების მსხვერპლი".

პრინცმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტების თავდასხმები სწორედ მაშინ გახშირდა, როცა მეგანი ფეხმძიმედ იყო. "არ შეგვიძლია დავიჯეროთ იმ სამყაროსი, რომელშიც მჩაგვრელებს არ მოეთხოვებათ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება", - ამბობს ჰარი და იქვე დასძენს, რომ ობიექტურ ჟურნალისტიკასა და რეპორტიორებს დიდ პატივს სცემს.


დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბიოგრაფის ნიკოლას უიტჩელის თქმით, ჰარის მიმართვა იმ სიბრაზის გამოხატულებაა, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. სწორედ ამიტომაც იხსენებს პრინცი ჰარი მიმართვაში, თუ როგორ ექცეოდა პრესა დედამისს, პრინცესა დაიანას. როგორც ცნობილია, მაშინ როცა პრინცესა დაიანა ავარიაში მოხვდა, მას პაპარაცები უთვალთვალებდნენ, ეს ამბავი კარგად იციან ძმებმა ჰარიმ და უილიამმა და სწორედ ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ გამოიწვია პრესის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.

"ჰარი თვლის, რომ დედამისი პრესამ მოკლა. ეს ზუსტად ვიცი, რადგან მან ამის შესახებ არაერთხელ პირდაპირ მითხრა", - დაწერა პრინცესა დაიანას შესახებ წიგნში The Sun-ის კორესპოდენტმა დუნკან ლარკომმა.



მოამზადა ეკა გადახაბაძემ

სამეფო თამაშების სიმართლე
08 ოქტომბერი 2019 11:52
არაფერი არ ხდება, რა უკვირს, სამეფო თამაშებია, თან ჰარიმ კარგად იცის რატომ არ წყალობს დედოფალი მათ.რძლების უღირსობის ბრალია ყველაფერი, დედოფალი კი ღირსეული ქალია.
Medea
04 ოქტომბერი 2019 21:28
Princi HAri aris arachveulebrivi bichi da misi zmac, gansakutrebuli shvilebi datova Dianam, orive shvilma kargi ojaxebi shekmnes da bednierbas vusurveb mat. Vitire es statia rom wavikitxe, ratom stkenen adamianebi guls ertmanets, ratom aris aseti daundobeli es samkaro.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?