რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის გაკეთება? - რას ამბობს დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგი?
რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის გაკეთება? - რას ამბობს დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგი?
21-ე სა­უ­კუ­ნის საქ­მი­ა­ნი ქა­ლის­თვის ში­ლა­კი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო აღ­მო­ჩე­ნაა, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლა­ქის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფრჩხი­ლე­ბი დიდი ხნით ინარ­ჩუ­ნებს ფორ­მას, მდგრა­დია და მოვ­ლი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს კომ­ფორ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა სუ­ლაც არ არის უსაფრ­თხო. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში კა­მა­თის სა­კი­თხია ში­ლა­კის შრო­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი ულტრა­ი­ის­ფე­რი (ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში LED) ნა­თუ­რით ხდე­ბა და შე­საძ­ლოა, ის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შიც კი აღ­მოჩ­ნდეს. ასეთ დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ კა­ნის კი­ბოს პრობ­ლე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

და­ა­ვა­დე­ბის რის­კი ძა­ლი­ან მცი­რეა, თუმ­ცა სრუ­ლად მისი
გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა.

დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგ სოფო ლი­ლუ­აშ­ვილს ში­ლა­კის საფრ­თხე­ებ­ზე ვკი­თხეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მი­მარ­თავს, გელ-ლა­ქის ხში­რი კე­თე­ბის გამო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბით. მკურ­ნა­ლო­ბა კი არც ისე მარ­ტი­ვია, საკ­მა­ოდ დიდ დრო­სა და ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს.

- ფრჩხილს რომ აზი­ა­ნებს, ფაქ­ტია, იწ­ვევს ონი­ქო­დის­ტრო­ფი­ას. ფრჩხი­ლის ანა­ტო­მი­ის დარ­ღვე­ვას და მე­ქა­ნი­კურ
და­ზი­ა­ნე­ბას. ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ ონი­ქო­დის­ტრო­ფია და ში­ლა­კის ფონ­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბი, ად­ვი­ლად ჩნდე­ბა სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბაც. ამ დროს ფრჩხი­ლის ქსო­ვი­ლი დაშ­ლი­ლია, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია და მარ­ტი­ვად შეღ­წე­ვა­დია სპო­რე­ბის­თვის.

- ში­ლა­კის კე­თე­ბი­სას ფრჩხი­ლის ხა­რის­ხი ფუჭ­დე­ბა?

- დიახ, თხელ­დე­ბა, განშრე­ვე­ბუ­ლია ფრჩხი­ლი და არ არის ერ­თგვა­რო­ვა­ნი, სიგ­რძი­ვი და­ზოლ­ვა აქვს, შემღვრე­უ­ლი შე­ფე­რი­ლო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ში­ლა­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის ფორ­მალ­დე­ჰი­დი, ამას­თა­ნა­ვე მისი გა­კე­თე­ბის პრო­ცეს­ში ფრჩხი­ლი მე­ქა­ნი­კუ­რა­დაც ზი­ან­დე­ბა - ხდე­ბა ფრჩხი­ლის დაქლიბ­ვა, რაც ჯან­მრთე­ლი ფრჩხი­ლის შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არ არის.

ძა­ლი­ან ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ პრობ­ლე­მით და ონი­ქო­დის­ტრო­ფია ძა­ლი­ან რთუ­ლი სამ­კურ­ნა­ლოა. დიდ დროს, ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს და და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ძვი­რიც ღირს. ამ დროს, უნდა ვა­ცა­დოთ ფრჩხილს ბო­ლომ­დე ამოს­ვლა, მთლი­ა­ნად უნდა შე­იც­ვა­ლოს ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტა და ეს მარ­ტი­ვად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ არის.

- რა სიხ­ში­რით შე­იძ­ლე­ბა ში­ლა­კის გა­კე­თე­ბა, ისე რომ ფრჩხი­ლი არ დაგ­ვი­ზი­ან­დეს?
- ჩვენ­თან რო­დე­საც მო­დის პა­ცი­ენ­ტი, უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბით, სა­ერ­თოდ ვუკ­რძა­ლავთ ში­ლა­კის გა­კე­თე­ბას, რად­გან ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არ არის და ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან გან­ვი­თარ­დეს და­ა­ვა­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სიხ­ში­რეს, თუ ფრჩხი­ლი იტანს, შე­იძ­ლე­ბა 6 თვე­ში ერთხელ გა­კეთ­დეს. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?