"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ" - ფოტოები ქართველი ჟურნალისტისა და ცნობილი ამერიკელი დიპლომატის ქორწილიდან
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ" - ფოტოები ქართველი ჟურნალისტისა და ცნობილი ამერიკელი დიპლომატის ქორწილიდან
ამ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში, კერძოდ კი დედაქალაქ ვაშინგტონში ქართველი ჟურნალისტისა და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი გაიმართა. ია მეურმიშვილმა და კურტ ვოლკერმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს, როგორც ჟურნალისტმა და რესპონდენტმა. როგორც მოგვიანებით ვოლკერი ამბობდა, ინტერვიუს შემდეგ წყვილმა ურთიერთობა შეინარჩუნა, თუმცა ერთმანეთს დიდი ხნის შემდეგ შეხვდნენ.
წყვილის ქორწილ უამრავი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის საქართველოდან იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები.

მოგვიანებით ია მეურმიშვილმა "ფეისბუკში" ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და ვართ
იღბლიანები, ერთად გავიზიაროთ ბედნიერება და სიხარული - სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს!! ეს იყო სიყვარულით სავსე საღამო, რომელში მონაწილეობაც მიიღეს ჩვენმა მეგობრებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის კურტის მშობიური ქალაქიდან და საქართველოდან".
თენგზი ფხალაძე, კურტ ვოლკერი, ია მეურმიშვილი, რუსა მაჩაიძე და თენგიზ შერგელაშვილი
54 წლის კურტ ვოლკერისთვის ეს მეორე ქორწინებაა, მას პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს.

ია
მეურმიშვილი ამერიკის ხმის ჟურნალისტია 2009 წლიდან. ის "ამერიკის ხმის" გადაცემის "ვაშინგტონი დღეს" წამყვანი და რედაქციის უფროსი რედაქტორია. პროფესიულ საქმიანობაში ია ამერიკის საგარეო პოლიტიკის, ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და ევრაზიის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. მას ერთი ვაჟი ჰყავს.
ოფიციალური საქაორწილო ცერემონიის შემდეგ, კურტ ვოლკერი ჩოხაში გამოეწყო
ქართველი ჟურნალისტისა და ამერიკელი დიპლომატის ქორწილის ამსახველი ფოტოები თავად წყვილმა და დამსწრე სტუმრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
თამარ კორძაია და რუსა მაჩაიძე
როგორც ცნობილია კულრტ ვოლკერმა ამ ცოტა ხნის წინ დატოვა უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის თანამდებობა. ამას გარდა ის იყო აშშ-ის ელჩი ნატო-ში. აღსანიშნავია, რომ კურტ ვოლკერი მოხსენიებული იყო სპეცსამსახურების თანამშრომლის იმ მოხსენებაში, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საიდუმლო სატელეფონო ზარს ეხებოდა. ამ ზარის გამო აშშ-ში სკანდალი აგორდა და დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უკვე დაიწყო ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი.
"სი-ენ-ენის" ცნობით, კურტ ვოლკერმა შეათანხმა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპის პირად ადვოკატ რუდი ჯულიანისა (ნიუ-იორკის ყოფილი მერი) და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველს ანდრეი ერმაკს შორის. ვოლკერი დაბარებულია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზეც.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში მარია იოვანოვიჩი და კურტ ვოლკერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმდინარე კვირაში ჩვენებას მისცემენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები