"აიღე, გამომძალველო!" - გია ყანჩელის ლაბადა, ანუ როგორ დასახლდა "რუ­ბიკ ხა­ჩი­კი­ა­ნი" დილიჟანში?
"აიღე, გამომძალველო!" - გია ყანჩელის ლაბადა, ანუ როგორ დასახლდა "რუ­ბიკ ხა­ჩი­კი­ა­ნი" დილიჟანში?
ფოტო:გია დანელია და გია ყანჩელი
რეჟისორ გია დანელიას მოგონებიდან:

"ფილმი "მიმინო" პირველად რომ ჩავიდა სომხეთში, კინოს სახლში ადგილობრივი­ მმართველები­ შეიკრიბნენ -"ქართველმა სომეხი გადაიღოო. დაიწყო ჩვენება... გამოჩნდა მკრტიჩიანი, სასაცილო და სიმპათიური. შემდეგ ცეკვავს - ცუდად არა. მომდევნო ეპიზ­ოდში ქართველს საბურავს აძლევს - ვერაფერზე აუშარდები... ცოტა ხანში იწყება სცენა, რომელშიც ქართველს უნდა დილიჟანში დარეკვა, მაგრამ ტელეფონისტი ეუბნება, შეუძლებელიაო. "თელავშიც ვერ დავრეკავ?" - ისევ კითხულობს ქართველი. "რა თქმა უნდა", - პასუხობს ტელეფონისტი. ეგრეც ვიცოდით, დილიჟანში დარეკვა შეუძლებელია და
თელავში - რა თქმა უნდა, ვინ იცის მაგათი თელავი, დილიჟანი კი მსოფლიოში ცნობილი კურორტიაო! თუმცა სომხების აღშფოთება დიდხანს არ გაგრძელებულა, აღმოჩნდა, რომ ტელეფონისტს თელავი თელ-ავივში არევია... ისე დამთავრდა ფილმი, საწყენი ვერაფერი იპოვეს. ფილმის ბოლოს გადმომცეს: დანელიას უთხარი, ეწვიოს დილიჟანს და თავად დარწმუნდეს, რომ დილიჟანის წყალი
მსოფლიოში მეორე კი არა, პირველ ადგილზეაო.

თავიდან, სცენარის მიხედვით, მეორე ადგილს დილიჟანის კი არა, ლენინაკანის წყალი იკავებდა, მაგრამ ყანჩელმა, რომელიც ყოველ წელს დილიჟანის ხელოვნების სახლში ისვენებდა, მთხოვა, სცენარში ლენინაკანი დილიჟანით შემეცვალა. შეუძლებელია, დილიჟანი კურორტია და ხაჩიკიანი კომპოზიტორი კი არა, მძღოლია-მეთქი. "კი, მაგრამ დილიჟანშიც ხომ ცხოვრობენ მძღოლები?" - არ მეშვებოდა ყანჩელი, რომელსაც შევამჩნიე, რომ შესანიშნავი ლაბადა ეცვა. ავათვალიერ-ჩავათვალიერე: ლამაზი ლაბადაა, ზუსტად ასეთს ვეძებდი-მეთქი. "აიღე, გამომძალველო!" - ყანჩელმა ლაბადა გაიხადა და მომაწოდა. აი, ასე დასახლდა ფრუნზიკ მკრტიჩიანის პერსონაჟი - რუ­ბიკ ხა­ჩი­კი­ა­ნი დილიჟანში". იხილეთ სრულად
რუ­ბიკ ხა­ჩი­კი­ა­ნი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?