"ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა" - ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ - კვირის პალიტრა

"ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა" - ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ

მსახიობი ანი ჩირაძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა და ცნობილი შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას და ფოტოებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს.

"აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა.

ვულოცავ წყვილს", - წერს გოგა ჩანადირი "ფეისბუკში".