პრინცესა მას "მისტერ მშვენიერს" ეძახდა - ვინ არის პაკისტანელი ექიმი, რომელიც დაიანას ერთადერთი "ნამდვილი სიყვარული" იყო
პრინცესა მას "მისტერ მშვენიერს" ეძახდა - ვინ არის პაკისტანელი ექიმი, რომელიც დაიანას ერთადერთი "ნამდვილი სიყვარული" იყო
და­ი­ა­ნა მსოფ­ლი­ოს ბევ­რი მი­ზე­ზის გამო უყ­ვარ­და, მათ შო­რის მისი უსა­ზღვრო სით­ბოს, სი­ლა­მა­ზის და სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის მუდ­მი­ვი სურ­ვი­ლის გა­მოც. თუმ­ცა პრინ­ცე­სა ტაბ­ლო­ი­დე­ბის გან­სჯის ობი­ექ­ტიც ხში­რად ხდე­ბო­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ყვე­ლა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ჩარლ­ზის ყო­ფი­ლი ცო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ჩნდე­ბო­და.

ლედი და­ი­ა­ნა სპენ­სე­რი მსოფ­ლი­ომ მას შემ­დეგ გა­იც­ნო, რაც ბრი­ტა­ნე­თის მო­მა­ვალ მო­ნარ­ქზე და­ქორ­წინ­და, სი­ცო­ცხლე კი ბიზ­ნეს­მენ დოდი ალ-ფა­ი­ედ­თან ერ­თად "მერ­სე­დე­სის" უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე და­ას­რუ­ლა. მე­დი­ის ნა­წი­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ და­ი­ა­ნა დო­დი­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებ­და, თუმ­ცა მე­ო­რე ნა­წი­ლის
ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლის რო­მან­ტი­კუ­ლი გა­ტა­ცე­ბა იყო.

თუმ­ცა ამ ორ მა­მა­კაც­თან რო­მა­ნებს შო­რის და­ი­ა­ნა ყუ­რე­ბამ­დე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი პა­კის­ტა­ნელ ქი­რურ­გზე, ჰას­ნათ ხან­ზე. მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის და­ი­ა­ნას ერ­თა­დერ­თი ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იყო.

გა­მო­ცე­მა Reader’s Digest წერს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტის შე­სა­ხებ მა­მა­კაც­ზე, რო­მელ­საც და­ი­ა­ნა "მის­ტერ მშვე­ნი­ერს" ეძახ­და.

ჰას­ნათ ხანი და­ი­ა­ნას სამ­სა­ხურ­ში შეხ­ვდა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პრინ­ცე­სა საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის გამო ხში­რად სტუმ­რობ­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, 1995 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ლონ­დო­ნის პრომპტო­ნის სა­მე­ფო კლი­ნი­კა­ში ის პი­რა­დი მი­ზე­ზით იმ­ყო­ფე­ბო­და - "ტე­ლეგ­რა­ფის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან მე­გობ­რის ქმა­რი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რო­მელ­საც გუ­ლის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. სწო­რედ მა­შინ გა­იც­ნო და­ი­ა­ნამ ჰას­ნა­თი და რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვი­სას მო­ი­ხიბ­ლა ქი­რურ­გით.

მომ­დევ­ნო სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ა­ნა ჰას­ნათ ხა­ნის სა­ნა­ხა­ვად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყო­ველ დღე და­დი­ო­და.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ექი­მის კა­რი­ე­რა ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, ჰას­ნათ ხანი არ მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და მა­მა­კა­ცე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და გავ­ლე­ნი­ან ქა­ლებს მო­ხიბ­ლავ­და. და­ი­ა­ნას ყო­ფი­ლი დამ­ხმა­რე, პოლ ბა­რე­ლი ამ­ბობს, რომ ჰას­ნათ ხანი პრინ­ცე­სას საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის ყვე­ლა­ზე შე­უ­ფე­რე­ბე­ლი კან­დი­და­ტუ­რა იყო - "ის არ არის სპორ­ტუ­ლი, არ არის სიმ­პა­თი­უ­რი, არც მდი­და­რი". გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები