პრინცესა მას "მისტერ მშვენიერს" ეძახდა - ვინ არის პაკისტანელი ექიმი, რომელიც დაიანას ერთადერთი "ნამდვილი სიყვარული" იყო - კვირის პალიტრა

პრინცესა მას "მისტერ მშვენიერს" ეძახდა - ვინ არის პაკისტანელი ექიმი, რომელიც დაიანას ერთადერთი "ნამდვილი სიყვარული" იყო

დაიანა მსოფლიოს ბევრი მიზეზის გამო უყვარდა, მათ შორის მისი უსაზღვრო სითბოს, სილამაზის და სხვების დახმარების მუდმივი სურვილის გამოც. თუმცა პრინცესა ტაბლოიდების განსჯის ობიექტიც ხშირად ხდებოდა, ჟურნალისტები მუდმივად ყურადღებით აკვირდებოდნენ ყველა მამაკაცს, რომელიც ჩარლზის ყოფილი ცოლის ცხოვრებაში ჩნდებოდა.

ლედი დაიანა სპენსერი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც ბრიტანეთის მომავალ მონარქზე დაქორწინდა, სიცოცხლე კი ბიზნესმენ დოდი ალ-ფაიედთან ერთად "მერსედესის" უკანა სავარძელზე დაასრულა. მედიის ნაწილი ამტკიცებდა, რომ დაიანა დოდიზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა მეორე ნაწილის ინფორმაციით, მათი ურთიერთობა მხოლოდ ზაფხულის რომანტიკული გატაცება იყო.

თუმცა ამ ორ მამაკაცთან რომანებს შორის დაიანა ყურებამდე იყო შეყვარებული პაკისტანელ ქირურგზე, ჰასნათ ხანზე. მეგობრები ამბობენ, რომ ის დაიანას ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო.

გამოცემა Reader’s Digest წერს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ მამაკაცზე, რომელსაც დაიანა "მისტერ მშვენიერს" ეძახდა.

ჰასნათ ხანი დაიანას სამსახურში შეხვდა. იმის მიუხედავად, რომ პრინცესა საქველმოქმედო საქმიანობის გამო ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს, 1995 წლის სექტემბერში ლონდონის პრომპტონის სამეფო კლინიკაში ის პირადი მიზეზით იმყოფებოდა - "ტელეგრაფის" ინფორმაციით, მან მეგობრის ქმარი მოინახულა, რომელსაც გულის ოპერაცია გაუკეთეს. სწორედ მაშინ გაიცნო დაიანამ ჰასნათი და როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, პირველივე ნახვისას მოიხიბლა ქირურგით.

მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაიანა ჰასნათ ხანის სანახავად საავადმყოფოში ყოველ დღე დადიოდა.

იმის მიუხედავად, რომ ექიმის კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, ჰასნათ ხანი არ მიეკუთვნებოდა მამაკაცების იმ კატეგორიას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და გავლენიან ქალებს მოხიბლავდა. დაიანას ყოფილი დამხმარე, პოლ ბარელი ამბობს, რომ ჰასნათ ხანი პრინცესას საყვარელი მამაკაცისთვის ყველაზე შეუფერებელი კანდიდატურა იყო - "ის არ არის სპორტული, არ არის სიმპათიური, არც მდიდარი". გაგრძელება