შერიმ კინაღამ ბეტონში იბანავა - კვირის პალიტრა

შერიმ კინაღამ ბეტონში იბანავა

მომღერალი შერი ლოს-ანჯელესის "გრაუმანის" თეატრის წინ ბეტონის ფილაზე ხელ-ფეხის ანაბეჭდების "უკვდავსაყოფად" დიდი პატივით მიიწვიეს. ისედაც აწოწილი

სუპერვარსკვლავი კი ცერემონიაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გამოცხადდა და უამრავი მაყურებლის თვალწინ სირცხვილიც ჭამა: ფეხის ანაბეჭდების დატოვებისას ბეტონში ცხვირით ჩარჭობას მცველმა ძლივს გადაარჩინა, თუმცა "ამოსაყვანად" შერის ფეხსაცმელების გახდა მაინც დასჭირდა.