"უგრძესი" წყვილი - კვირის პალიტრა

"უგრძესი" წყვილი

ამერიკელები - უეინ და ლორი ჰოლკისტები მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცოლ-ქმარია: ქმრის სიმაღლე 2 მეტრი და 9 სმ-ია, ცოლისა - 1 მეტრი და 98 სმ. გინესის

ოფიციალური მოწმობა მათ გადასცეს ჰოლივუდის მუზეუმთან, სადაც უეინი და ლორი საქორწილო სამოსით გამოცხადდნენ. "ზემოდან სულ სხვა პერსპექტივა იშლება, ხალხში ჩვენ ერთმანეთს ადვილად ვპოულობთ", - განაცხადა ლორიმ საზეიმო ცერემონიაზე.