ჩინური "სუპერმარგალიტი" - კვირის პალიტრა

ჩინური "სუპერმარგალიტი"

ჩინეთის ქალაქ ვენჩანში, "ძვირფასეულობის სასახლეში", სადაც 200-მდე სახეობის ძვირფასი ქვა და მინერალი ინახება, 6-ტონიანი მწვანე "მარგალიტი" გამოფინეს,

რომლის დამზადებას სპეციალისტების 3-წლიანი შრომა დასჭირდა.

"მარგალიტი" მინერალ ფლუორიტის ერთიანი ნატეხისგანაა დამზადებული, რომელიც ჩინეთის "შიდა მონღოლეთის" ტერიტორიაზე იპოვეს. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ფლუორიტია. ძვირფასი სფეროს დიამეტრი 1,6 მ-ია და 331 მილიონ დოლარადაა შეფასებული. საინტერესოა, რომ ფლუორიტი გათბობისას სიბნელეში ნათებას იწყებს. საერთოდ კი სხვადასხვა ფერის ფლუორიტი არსებობს: იისფერი, ყვითელი და ვარდისფერი...