"არ დაიჯეროთ, რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს" - როგორ ინარჩუნებს 4 შვილის დედა იდეალურ გარეგნობას? - კვირის პალიტრა

"არ დაიჯეროთ, რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს" - როგორ ინარჩუნებს 4 შვილის დედა იდეალურ გარეგნობას?

მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა 4 შვილის დედაა. მრავალშვილიანი დედა წლიდან წლამდე სულ უფრო მომხიბვლელი ხდება. როგორც მოდელი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ამხელს, მისი იდეალური ფორმები და წონა დიდი შრომის შედეგია და საკუთარ გარეგნობაზე ის მუდმივად მუშაობს.

36 წლის ცისფერთვალება ლამაზმანს "ინსტაგრამზე" 70 000 მიმდევარი ჰყავს და მათ ხშირად ანებივრებს ფოტოებითა და საინტერესო რჩევებით თავის მოვლის შესახებ. მოდელმა გვერდზე ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის მიერ გადაღებული ფოტოები განათავსა და მის გარეგნობასთან დაკავშირებით, საიდუმლოც გაამხილა:

"დიდი შრომის შედეგია ჩემი დღევანდელი წონა, რადგან ადვილად ვიმატებ! არ დაიჯეროთ რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს - ნაცადი მაქვს ყველაფერი.

მთელი 17 წელი გამოვცადე და აპრობირებული მაქვს საკუთარ თავზე. დიეტაზე შემიძლია ნაშრომიც გამოვცე. დამიჯერეთ, მიირთვით 6 საათამდე დღეში 3-4 ჯერ. წყალი აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი! მე პირადად არ მიყვარდა და შევიყვარე" - წერს მოდელი. იხილეთ ფოტოები

იხილეთ ასევე: "სამი წლის წინ საკუთარი მეუღლე "დავწვი"