"არსებობენ ქალები, რომლებიც ქმრების ღალატს არ იმჩნევენ, რადგან..."
"არსებობენ ქალები, რომლებიც ქმრების ღალატს არ იმჩნევენ, რადგან..."
ფოტო:ნინა თარხან-მოურავი
"ყოველდღე ვხვდებოდით, მაგრამ მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა"

თანამედროვე ეპოქამ ადამიანთა ურთიერთობაში ბევრი რამ შეცვალა: თითქოს ყველაფერი უფრო პრაგმატული გახდა, ადამიანები უფრო ადვილად ხვდებიან და შორდებიან ერთმანეთს, ოჯახის დანგრევაც ისეთ ტრაგედიად არ აღიქმება, როგორც 40-50 წლის წინ. მსახიობები - ნინა თარხან-მოურავი და თემო ჭიჭინაძე 26 წელია ერთად არიან. როგორ შეძლეს ურთიერთობის გადარჩენა ჩვენს დაძაბულ დროში, ამის შესახებ ქალბატონი ნინა გვესაუბრება:

- ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით, თემიკო ერთი
კურსით დაბლა სწავლობდა და ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. 9 წელი ვიცნობდით ერთმანეთს და ლამის ყოველდღე ვხვდებოდით, მაგრამ მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა, გვიყვარდა. ყოველ დილით, კარს რომ ვაღებდი, თაიგული მხვდებოდა. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო. მალე დავქორწინდით. ქალიშვილი გვყავს, ელისაბედი დავარქვით.

- განსხვავებული
ადამიანები ხართ თუ ერთმანეთს ჰგავხართ?

- ის უფრო კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მე უფრო ჩაკეტილი ვარ, თუმცა, ერთმანეთს იმით ვგავართ, რომ ბევრი ლაპარაკი არ გვიყვარს.
ნინა თარხან-მოურავი და თემო ჭიჭინაძე
მე რომ მკითხოთ, ჩვენს ურთიერთობაში მე უფრო მეტს ვთმობ, მას რომ ჰკითხოთ, ის თმობს, მაგრამ ვცდილობთ, ამაზე ყურადღება არ გავამახვილოთ.

- თქვენი აზრით, რომელია იდეალური ასაკი ქორწინებისთვის?
- როცა ქალი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ოჯახი და შვილი უნდა, მაშინ უნდა გათხოვდეს. შეიძლება ეს 20 წლის ასაკში გადაწყვიტოს, შეიძლება 30-ის, ან სულაც 40 წლის ასაკში - მგონი, ამაზე დოგმა არ უნდა არსებობდეს.

- დღეს ბევრი ოჯახი ინგრევა. რატომ ვერ ინარჩუნებენ ახალგაზრდები ერთმანეთის სიყვარულს?
- ოჯახში მარტო სიყვარული საკმარისი არ არის, მთავარია, ერთმანეთის პატივისცემა ჰქონდეთ და დათმობა ისწავლონ. ოჯახი პატარა სახელმწიფოა და თუ დიპლომატია არ არის გარეული, ვერ იარსებებს. თუ რაიმე გეწყინა, უნდა აუხსნა, მაგრამ ზედმეტი ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე. იხილეთ სრულად

ხათუნა ჩიგოგიძე
მაცაცო ლაფაჩი
30 ოქტომბერი 2019 08:36
ძალიან კარგი მსახიობია თემო , იდეალურ წყვილად მიმაჩნია . გაიხარეეთ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები