28-10-2019
"ყოველდღე ვხვდებოდით, მაგრამ მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა"თანამედროვე ეპოქამ ადამიანთა ურთიერთობაში ბევრი რამ შეცვალა: თითქოს ყველაფერი უფრო პრაგმატული გახდა, ადამიანები უფრო ადვილად ხვდებიან და შორდებიან ერთმანეთს, ოჯახის დანგრევაც ისეთ ტრაგედიად არ აღიქმება, როგორც 40-50 წლის წინ. მსახიობები - ნინა თარხან-მოურავი და თემო ჭიჭინაძე 26 წელია ერთად არიან. როგორ შეძლეს ურთიერთობის გადარჩენა ჩვენს დაძაბულ დროში, ამის შესახებ ქალბატონი ნინა გვესაუბრება:
- ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით, თემიკო ერთი
- განსხვავებული ადამიანები ხართ თუ ერთმანეთს ჰგავხართ?
- ის უფრო კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მე უფრო ჩაკეტილი ვარ, თუმცა, ერთმანეთს იმით ვგავართ, რომ ბევრი ლაპარაკი არ გვიყვარს.

მე რომ მკითხოთ, ჩვენს ურთიერთობაში მე უფრო მეტს ვთმობ, მას რომ ჰკითხოთ, ის თმობს, მაგრამ ვცდილობთ, ამაზე ყურადღება არ გავამახვილოთ.
- თქვენი აზრით, რომელია იდეალური ასაკი ქორწინებისთვის?
- როცა ქალი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ოჯახი და შვილი უნდა, მაშინ უნდა გათხოვდეს. შეიძლება ეს 20 წლის ასაკში გადაწყვიტოს, შეიძლება 30-ის, ან სულაც 40 წლის ასაკში - მგონი, ამაზე დოგმა არ უნდა არსებობდეს.
- დღეს ბევრი ოჯახი ინგრევა. რატომ ვერ ინარჩუნებენ ახალგაზრდები ერთმანეთის სიყვარულს?
- ოჯახში მარტო სიყვარული საკმარისი არ არის, მთავარია, ერთმანეთის პატივისცემა ჰქონდეთ და დათმობა ისწავლონ. ოჯახი პატარა სახელმწიფოა და თუ დიპლომატია არ არის გარეული, ვერ იარსებებს. თუ რაიმე გეწყინა, უნდა აუხსნა, მაგრამ ზედმეტი ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე. იხილეთ სრულად
ხათუნა ჩიგოგიძე