"ჩემი ფეს­ვე­ბი აქაა, დე­და­ჩე­მის საფ­ლა­ვია აქ, გაქ­ცე­ვაზე არასდროს მიფიქრია" - როგორ ცხოვრობს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია
"ჩემი ფეს­ვე­ბი აქაა, დე­და­ჩე­მის საფ­ლა­ვია აქ, გაქ­ცე­ვაზე არასდროს მიფიქრია" -  როგორ ცხოვრობს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია
10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო. წაყ­ვა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლი ჰქონ­და, მა­ყუ­რე­ბელს უყ­ვარ­და თეა გვა­სა­ლი­აც, მისი გა­და­ცე­მაც და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თგუ­ლად უყუ­რებ­და. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი აქვს და "ამ­ბო­ბე­ნიც" დას­რულ­და...

დღეს თეა გვა­სა­ლია ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ძა­ლი­ან შორს, საყ­ვა­რელ საქ­მე­ში მთლი­ა­ნად ჩაფ­ლუ­ლია - პრო­ფე­სი­ით ეს­პა­ნუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი ცოდ­ნას ახალ თა­ო­ბას უზი­ა­რებს, რაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

ერთ დროს სუ­პერ­პო­პუ­ლა­რულ­მა წამ­ყვან­მა AMBEBI.GE-სთან მრა­ვალ­წლი­ა­ნი დუ­მი­ლი და­არ­ღვია და პირ­ვე­ლი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი
ინ­ტერ­ვიუ მოგ­ვცა:

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიგ­ყავ­დათ ერთ-ერთი რე­ი­ტინ­გუ­ლი, სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "ამ­ბო­ბენ". იმ თე­ა­დან დღე­ვან­დელ თე­ამ­დე ბევ­რი წელი გა­ვი­და... ნოს­ტალ­გია არ გაქვთ?
- ტე­ლე­ვი­ზი­ის ნოს­ტალ­გია სა­ერ­თოდ არ მაქვს. იქ მის­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვი­ცო­დი, რომ ცხოვ­რე­ბის ეს ეტა­პი ოდეს­მე დამ­თავ­რდე­ბო­და. თით­ქმის 10 წელი გა­დი­ო­და „ამ­ბო­ბენ“ ეთერ­ში. ძა­ლი­ან
მინ­დო­და, იმ ბნელ და გა­ყი­ნულ ქვე­ყა­ნა­ში ფე­რე­ბი, ხა­ლი­სი და პო­ზი­ტი­ვი შე­მე­ტა­ნა. მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, ევ­რო­პე­ლი პრინ­ცე­ბი და პრინ­ცე­სე­ბი, რა ხდე­ბო­და მო­დის სამ­ყა­რო­ში…
მსი­ა­მოვ­ნებ­და ამ გა­და­ცე­მის კე­თე­ბა და წაყ­ვა­ნა, მაგ­რამ ჩემი ძი­რი­თა­დი „სიყ­ვა­რუ­ლი“ ყო­ველ­თვის ეს­პა­ნუ­რი ენა იყო. იმის­თვის არ ვის­წავ­ლე ამ­დე­ნი აქაც და ეს­პა­ნეთ­შიც, რომ მარ­ტო გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი მე­კე­თე­ბი­ნა.

16 წლი­დან ვთარ­გმნი­დი გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კესს. მისი ოცამ­დე წიგ­ნი მაქვს ნა­თარ­გმნი. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს სცოდ­ნო­და ეს­პა­ნუ­რი. ბო­ლოს და ბო­ლოს, 20 ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენაა, ნა­ხე­ვა­რი აშშ, ეს­პა­ნუ­რად ლა­პა­რა­კობს. ამი­ტომ, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­მო­ვე­დი, მცი­რე ხნით თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი, და­მეს­ვე­ნა, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გა­და­მე­ლა­გე­ბი­ნა, არა­სა­ტე­ლე­ვი­ზიო მო­მა­ვალ­ზე მე­ფიქ­რა და ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი და­მე­წყო...

დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ჩემი საქ­მე. მიყ­ვარს ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი (მათი ასა­კი 10-დან 55 წლამ­დეა), მა­ხა­რებს მათი მიღ­წე­ვე­ბი და წარ­მა­ტე­ბე­ბი. მათი დიდი ნა­წი­ლი უკვე ეს­პა­ნეთ­ში ან ამე­რი­კა­შია და იქი­დან მწერს, რო­გორ გა­მო­ად­გათ ჩემ­თან ნას­წავ­ლი ეს­პა­ნუ­რი ენა. ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პლი­მენ­ტია!

- რო­გორც გა­ვი­გე, ბოლო დროს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზეც გი­მუ­შა­ვი­ათ...
- სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოც სწო­რედ იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სწავ­ლის პრო­ცე­სი გა­მე­ად­ვი­ლე­ბი­ნა. ესაა მოკ­ლედ და გა­სა­გე­ბად გად­მო­ცე­მუ­ლი ეს­პა­ნუ­რი ენის გრა­მა­ტი­კის პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სი. გა­სუ­ლი ზა­ფხუ­ლი ამ საქ­მეს და­ვუთ­მე. წიგ­ნი უკვე სტამ­ბა­შია ჩაშ­ვე­ბუ­ლი და დღე-დღე­ზე გა­მო­ვა...

- მკაც­რი პე­და­გო­გი ხართ?
- მკაც­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ, რად­გან ჩემ­თან ვინც მო­დის, ყვე­ლას გუ­ლით უნდა ამ ენის სწავ­ლა, ყვე­ლა მონ­დო­მე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და რაზე უნდა გა­ვუბ­რაზ­დე? რო­გორც წესი, მე და ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა, სა­ბო­ლო­ოდ მე­გობ­რე­ბი ვხდე­ბით ხოლ­მე.

წელს ჩემს მოს­წავ­ლე­ებს მო­მა­ვა­ლი ექი­მე­ბი და­ე­მატ­ნენ. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში ჩა­ხე­დუ­ლებ­მა იცი­ან, რომ ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამე­რი­კუ­ლი, ემო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სა­დაც სტუ­დენ­ტებს ინ­გლი­სურ ენა­ზე, ამე­რი­კუ­ლი პროგ­რა­მით ას­წავ­ლი­ან. მათი უმე­ტე­სო­ბა ალ­ბათ ამე­რი­კა­ში წავა სა­მუ­შა­ოდ, იქ კი ეს­პა­ნუ­რი მე­ო­რე კი არა, ლა­მის პირ­ვე­ლი ენაა. ამი­ტომ პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს მო­მა­ვალ ექი­მებს ეს­პა­ნუ­რიც ას­წავ­ლონ და ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად მი­მიწ­ვი­ეს.

- მოგ­ვი­ყე­ვით შვი­ლებ­ზე, სამი შვი­ლი გყავთ, მკაც­რად ზრდით მათ?
- სამი შვი­ლი მყავს: 16 წლის ელე­ნე და 12 წლის ტყუ­პი - სან­დრო და მე­ლა­ნო. სა­მი­ვე ეგ­ზი­უ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის ფრან­გულ-ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დის, სა­დაც გაძ­ლი­ე­რე­ბულ ფრან­გულ ენას ას­წავ­ლი­ან. თუმ­ცა, მათ ინ­გლი­სუ­რი უფრო უყ­ვართ და კარ­გა­დაც იცი­ან. ეს­პა­ნუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი არც ერთს არ გა­და­ე­ცა მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

მკაც­რი დედა არ ვარ, რად­გან არ მაძ­ლე­ვენ სიმ­კაც­რის­თვის სა­ბაბს. ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლო­ბენ, მი­ჯე­რე­ბენ და რაც მთა­ვა­რია, ხე­და­ვენ და აფა­სე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც მათ­თვის ვა­კე­თებ.

- ხომ არ გაქვთ სურ­ვი­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში მათ გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღონ?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, არც ერ­თის გაშ­ვე­ბას არ ვა­პი­რებ სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად. აქ ჩა­ა­ბა­რონ, კარ­გად გა­ერ­კვნენ რა უნ­დათ, ცოტა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­საც მი­ეჩ­ვი­ონ და მერე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში გა­აგ­რძე­ლონ სწავ­ლა, სა­დაც მო­უნ­დე­ბათ და სა­დაც შეძ­ლე­ბენ. იხილეთ სრულად

ლალი ფაცია
mixo
04 ნოემბერი 2019 14:16
გაიხარეთ ქ-ნო თეა! უდავოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი ბრძანდებით. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი თქვენ გადაცემას ,,ამბობენ". ვისურვებდი თქვენს ტელევიზიაში დაბუნებას.
მარინა მოლაშვილი
30 ოქტომბერი 2019 13:17
ქ-ნო თეა თქვენთან მეცადინეობდა ჩემი შვილი, ნინო ქემოკლიძე, ძალიან გვიყვარხართ, თქვენ ხართ ადამიანი , რომელიც ყველას აყვარებს ესპანურ ენას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?
დღის კითხვადი სტატიები