"არცერთი ცოლისთვის მიღალატია... იყო სამი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ დღეს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მყავს გვერ­დით "
"არცერთი ცოლისთვის მიღალატია... იყო სამი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ დღეს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მყავს გვერ­დით "
იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ისე­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი წყვი­ლი, რო­გო­რიც მსა­ხი­ო­ბი მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ხა­თუ­ნა ფე­იქ­რიშ­ვი­ლია. მალ­ხა­ზის­თვის ეს მე­ო­თხე ქორ­წი­ნე­ბაა, ხა­თუ­ნას­თვის კი - მე­სა­მე. მი­აჩ­ნი­ათ, რომ სიყ­ვა­რუ­ლის უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი იდუ­მა­ლად გა­ე­ბა მათ შო­რის და დღეს სიმ­შვი­დი­თა და იდი­ლი­ით ტკბე­ბი­ან. მალ­ხაზს თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი აქვს, თუმ­ცა თვლის, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა მისი ცხოვ­რე­ბაა. ხა­თუ­ნა კი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში მუ­შა­ობს. მი­უ­ხე­და­ვად და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი­სა, წყვილს რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის­თვის სულ სცა­ლია.

- ამ­ბო­ბენ, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ანს
დეპ­რე­სი­ა­ში აგ­დებს, ოჯა­ხის შექ­მნის მი­მართ შიშს უნერ­გავს, გა­ურ­ბის მო­რი­გი ცოლ­ქმრუ­ლი უღ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სო. თუმ­ცა, შენ სამი ოჯა­ხი და­გენგრა და ისევ გა­და­წყვი­ტე ოჯა­ხის შექ­მნა.

მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი:
- ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ერთხელ მყვა­რე­ბო­და და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე მის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ
არ გა­მი­მარ­თლა. შე­იძ­ლე­ბა, ეს ჩემი ბრა­ლი­ცაა, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი ისე არ გან­ვი­თარ­და, რო­გორც მინ­დო­და. ალ­ბათ, ეს გზაც უნდა გა­მევ­ლო. დიახ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რჯერ იდგა რთუ­ლი, დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, მაგ­რამ გა­დავ­ლა­ხე და დღემ­დე მო­ვე­დი.
იყო ოჯა­ხის დან­გრე­ვე­ბი, სამი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ დღეს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მყავს გვერ­დით და მშვი­დად ვარ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლე­ბის გამო იყო დეპ­რე­სი­ე­ბი. ჩემი თავი სა­სო­წარ­კვე­თი­ლიც მახ­სოვს, უბე­დუ­რიც, ჩა­ძი­რუ­ლიც, მაგ­რამ არა - და­ცე­მუ­ლი. იმე­დი ყო­ველ­თვის მქონ­და და ეს მაძ­ლევ­და ძა­ლას. ასე რომ, სამი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ოჯა­ხის მერე მე­ო­თხე შევ­ქმე­ნი და დღეს ბედ­ნი­ე­რი ვარ, ან­გე­ლო­ზი­ვით შვი­ლე­ბი მყავს, ყვე­ლა ჩემი შვი­ლის დე­დას უდი­დეს პა­ტივს ვცემ და მათ­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი ვარ. ხა­თუ­ნა კი ის ქა­ლია, რო­მე­ლიც ბე­დის­წე­რამ მა­ჩუ­ქა. მის გამო სხვა­ნა­ი­რად მი­ცემს გული და სახ­ლში მის­ვლა მი­ხა­რია.

სიყ­ვა­რულ­ში ასაკ­საც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, გა­მოც­დი­ლე­ბა­საც და გა­რე­მო სი­ტუ­ა­ცი­ა­საც. ხა­თუ­ნას წყა­ლო­ბით, ამ ლა­მაზ ატ­მოს­ფე­რო­სა და სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი, რა­საც ვერც ვი­ნატ­რებ­დი. ზა­ფხულ­ში გა­ი­ბა სიყ­ვა­რუ­ლის უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი ჩვენ შო­რის, თუმ­ცა, მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. ისე უც­ბად დაგ­ვა­ტყდა თავს სიყ­ვა­რუ­ლი, რომ არ ვე­ლო­დი. ხუ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის მერე ოჯა­ხის შექ­მნას არც კი ვფიქ­რობ­დი.

- ხა­თუ­ნა, მარ­თა­ლია, რომ არა შენი აქ­ტი­უ­რო­ბა, მალ­ხა­ზი და­ო­ჯა­ხე­ბას არ ფიქ­რობ­და და შენი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს ის ბედ­ნი­ე­რია? მალ­ხაზს, მე­ქალ­თა­ნის იმი­ჯი აქვს, სამი ოჯა­ხი ჰქონ­და და შენი მხრი­დან, მის გვერ­დით ყოფ­ნა ერ­თგვა­რი რის­კი არ იყო?

ხა­თუ­ნა ფე­იქ­რიშ­ვი­ლი:

- ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. სიყ­ვა­რუ­ლი უცებ დაგ­ვა­ტყდა თავს, მარ­თლა რომ არ ვე­ლო­დით, მა­შინ. გე­თან­ხმე­ბით, მალ­ხა­ზი რომ დღეს ბედ­ნი­ე­რია, ვფიქ­რობ, ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რომ შე­ვამ­ჩნიე გრძნო­ბა ჰქონ­და და რა­ღაც აბ­რკო­ლებ­და, არ მინ­დო­და ამ ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა და ვი­აქ­ტი­უ­რე. ზო­გა­დად, ამ მხრივ, არ ვარ აქ­ტი­უ­რი ქალი. კა­ცის­კენ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მე არა­სო­დეს გა­და­მიდ­გამს. მალ­ხა­ზი კი გა­მო­ნაკ­ლი­სი აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან მომ­წონ­და, თუმ­ცა შო­რი­დან სულ სხვა იმი­ჯით ვიც­ნობ­დი და ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ სიყ­ვა­რულს ასე სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბო­და. მეც იმ ასაკ­ში ვარ და ორ­ჯერ არ გა­მი­მარ­თლა. აღარც მე­გო­ნა და მჯე­რო­და, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბობ­დნენ. ჰოდა, რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ცა­ნი და მის­გან გრძნო­ბა ვიგ­რძე­ნი, ვთქვი, რა­ტო­მაც არა. თუ არ გა­მი­მარ­თლა, ამა­საც გა­და­ვი­ტან, თუ არა და მალ­ხა­ზი, მე­სა­მე და სა­მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი (იცი­ნის).

მალ­ხა­ზი:
- ადრე, ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა რომ მკი­თხა, მე­ქალ­თა­ნე ხარ­თო? არ ვი­ცო­დი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, და­ვი­ბე­ნი და ვუ­თხა­რი: რას ნიშ­ნავს ეს-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა: ქა­ლის სიყ­ვა­რულ­სო. ჰოდა, მეც ვუ­თხა­რი: ღმერ­თო ჩემო, ღმერ­თმა კა­ცად იმი­ტომ გა­მა­ჩი­ნა, რომ ქალი მიყ­ვარ­დეს-მეთ­ქი (იცი­ნის). მე­ქალ­თა­ნე­ო­ბა­ში თუ ღა­ლატს გუ­ლის­ხმო­ბენ, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ მო­ღა­ლა­ტე კაცი და არც ერთი ცო­ლის­თვის არ მი­ღა­ლა­ტია. ქა­ლის მოყ­ვა­რუ­ლი, დამ­ცვე­ლი და პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი კი სულ ვი­ყა­ვი და ვარ. მე­ზი­ზღე­ბა სი­ტყვა - მე­ქალ­თა­ნე და ღა­ლა­ტი. ხა­თუ­ნა ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნია და მის გვერ­დით თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ. გაგრძელება
ქართველი
30 ოქტომბერი 2019 22:08
ველოდები ჩემი კომენტარის გამოქვეყნებას უშედეგოდ.
ნია
30 ოქტომბერი 2019 21:21
ფერი ფერსო
...
30 ოქტომბერი 2019 16:37
მეოთხე ქორწინება გარანტირებულად წარმატებულია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?