"როცა ეკრანზე ჩანხარ, მერე გაფასებენ. მანამდე ოჯახს შეიძლება რცხვენოდეს კიდეც შენი"
"როცა ეკრანზე ჩანხარ, მერე გაფასებენ. მანამდე ოჯახს შეიძლება რცხვენოდეს კიდეც შენი"
"დედისთვის, დღესაც მიუღებელია, როდესაც შვილი, რომელიც გაზარდა და ასწავლა, სამზარეულოში რიგით დამხმარედ მუშაობს"

შეფ კონსტანტინესთან ინტერვიუ პირველის ნახევარზე დაინიშნა. გვითხრა, პირველზე სტუმრებს ველოდები, დილით კი ბაზარში მივდივარო. პროდუქტების საკუთარი ხელით არჩევა მისთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილია. ამბობს, რომ საქმისადმი თავისი მიდგომა აქვს და თვლის, რომ აუცილებელია, შეფი თვითონ არჩევდეს ხარისხიან პროდუქციას, რომლისგანაც სტუმრებისთვის კერძებს დაამზადებს.

პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია, მაგრამ ყველაზე კომფორტულად თავს სამზარეულოში გრძნობდა, ამიტომ არც ოჯახს შეუშინდა, არც
ნაცნობების უარყოფით დამოკიდებულებას და ერთ-ერთ ბარში ბარმენად დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ის ახლა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, გამორჩეული შეფია და ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს "მასტერშეფის" ჟიურის წევრი.

კონსტანტინე თედელური
თავისი არაორდინარული იმიჯის, ქართული კულინარიის გამოწვევებისა და გიჟური იდეების შესახებ გვესაუბრა.

- ერთ-ერთ
ინტერვიუში ამბობთ, რომ თქვენი პროფესია "იქამდე არის სამარცხვინო, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდები".

- არ წარმომიდგენია ქართული ოჯახი, რომელმაც თავისი შვილის სწავლა-განათლებაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო და მერე მისი შვილი სამზარეულოში შევიდა. ქართული სივრცის მენტალობაა ასეთი. როცა ეკრანზე ჩანხარ, მერე აღგიქვამენ, როგორც პროფესიონალს, წარმატებულს და მერე გაფასებენ. მანამდე ოჯახს შეიძლება რცხვენოდეს კიდეც შენი. ცოტათი კი შეიცვალა მიდგომები, მაგრამ ალბათ, ადამიანი, რომელმაც გაზარდა შვილი და ასწავლა, ის კი სამზარეულოში რიგით დამხმარედ მუშაობს, მისი დედისთვის დღესაც მიუღებელია.

სპეციფიკური შეხედულებები მაქვს ყველაფერზე: ადამიანებზე, მშობლებზე, შვილებზე... ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ყოველთვის გავაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. 90-იან წლებში, უშუქობაში ვსწავლობდი კერძო სკოლაში, რომლის გადასახადის გადახდაც იმ პერიოდის ოჯახებისთვის საკმაოდ დიდი იყო. ოჯახისგან დაფარულად ვმუშაობდი ბარმენად ერთ-ერთ ობიექტზე უხელფასოდ. სკოლაში რომ დავდიოდი, ჩემკენ ხელს იშვერდნენ, რომ ეს ბიჭი მუშაობს ბარმენადო. როცა იგებდნენ, რომ ოჯახი სკოლაში ამხელა გადასახადს იხდიდა და მე ბარმენად ვმუშაობდი, თანაც უხელფასოდ, ვერავინ მიგებდა.

- გარშემო მყოფების დამოკიდებულება თქვენს მოტივაციაზე უარყოფითად არ მოქმედებდა?
- არა, პირიქით. სულ რქებით მივდიოდი იმის დასამტკიცებლად, რომ მე ეს ბევრზე კარგად შემიძლია. როცა თბილისში დავბრუნდი და 10 თვეში პრეზიდენტის შეფი გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ მე ეს შევძელი. ამის შემდეგ დასამტკიცებელი აღარაფერი მქონდა.

- თქვენს ძირითად პროფესიას როგორ იყენებთ კულინარიაში?
- კულიანარია არის სფერო, რომელშიც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი და ვგრძნობ თავს. თუმცა იმ სპეციალობებსაც, რომლებიც ოჯახის ფინანსური დახმარებით მაქვს, ძალიან კარგად ვიყენებ.

ჩემთვის კულინარია არის არქიტექტურა. ზუსტად ისევე უნდა იგრძნო მასალა, ფაქტურა, სტრუქტურა, ფერი, როგორც პროდუქტი. არც ერთ ჩემს ნაბიჯს არ ვნანობ და არაფერი, რაც კი მისწავლია, არასოდეს არ დამიკარგავს. არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ცოდნა რომ არ მქონოდა, ამ სფეროში ამხელა წარმატებას ვერ მივაღწევდი. მაგალითად, როდესაც ჩემთან მოდის მომხმარებელი, რომელსაც უნდა რესტორნის გახსნა, მაგრამ არ აქვს ექსტერიერი, ინტერიერი, არ იცის, როგორ ჩააცვას მიმტანებს, როგორ შეფუთოს მენიუ, მე მას მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობ. ჩემი პროფესიული ცოდნის გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნებოდა.

- არაორდინარული ჩაცმისა და ვარცხნილობის სტილი იმიჯის ნაწილია?
- ეს ჩემი ორგანული იმიჯია, ასე დავდივარ მთელი ცხოვრება. მეც ვხვდები, რომ ქართული სივრცისთვის ჩემი ტიპაჟი ამოვარდინილია სტანდარტებიდან, თმები ყალყზე მიდგას და კიდევ მილიონი რაღაც. მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან ეგ პრობლემა გვქონდა. ღამე ქუდებით ვიძინებდით, რომ თმა დატკეპნილიყო.

ტანსაცმელი, რაც შოუში მაცვია, ჩემი "სამოქალაქო ტანსაცმელია". წინა სეზონი მაინც პირველი იყო და მაშინ ამაზე ბევრი არ მიფიქრია...

- ვარცხნილობის გამო მაყურებელი აინშტაინს გადარებდათ ხოლმე...

- აინშტაინს მეც ვადარებდი ჩემ თავს ბავშვობაში. ვერ ვიტყვი, რომ გარეგნობით ძალიან ვგავართ ერთმანეთს, თუმცა ის ცნობილი ფოტო, სადაც ენა აქვს გამოყოფილი, მეც "გავამეორე" და თითქოს, ჩვენ შორის კავშირი ვიგრძენი. იხილეთ სრულად

kukulina
09 ნოემბერი 2019 13:37
აინშტაინს არა იმას შეედარე:))
ვაი შენ რომ ვინმეს რამეს ასწავლი!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები