ვანესა პარადის შიშველი პარადი - კვირის პალიტრა

ვანესა პარადის შიშველი პარადი

სექსსიმბოლოდ აღიარებული ჰოლივუდის მეგავარსკვლავის - ჯონი დეპის ასევე ვარსკვლავმა მეუღლემ, ვანესა პარადიმ არ იკმარა, რომ მის ქმარს ფილმ "ტურისტის"

გადაღებებზე ანჯელინა ჯოლისთან ერთად სცენარით გათვალისწინებულ ეროტიკულ შიშველ სცენებში მონაწილეობა სასტიკად აუკრძალა - ეჭვიანმა ცოლმა ეს ეპიზოდი მრავალმილიონიანი ფილმიდან საერთოდ ამოაღებინა! ამასთან, გვარიანად გაბრაზებულმა 38 წლის პარადიმ ჟურნალ Interview-ის ბოლო ნომრის ფოტოსესიისთვისაც სასწრაფოდ გაიხადა: ძველ სარკესთან "თითქმის" მთლიანად გაშიშვლებულმა ვარსკვლავმა დაამტკიცა, რომ "ძველი" ვანესა არაფრით ჩამოუვარდება "ახალ" ანჯელინას.