ღმერთო, შენ გვიშველე! - კვირის პალიტრა

ღმერთო, შენ გვიშველე!

მექსიკის ქალაქ კანკუნში გაეროს 193 წევრი ქვეყნის ე.წ. ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში მოწვეული კონფერენციის 15 ათასი მონაწილე კლიმატის პრობლემებს განიხილავს.

არსებული მონაცემებით, ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება, რაც დედამიწის კლიმატის შეცვლასთანაა დაკავშირებული.

გამოუვალი მდგომარეობით შეწუხებულმა კონფერენციის მონაწილეებმა გიგანტური ბოთლი დაამზადეს და მასში "დახმარების თხოვნის" წერილი ჩადეს, შემდეგ დალუქეს და ოკეანის ტალღებს გაატანეს, ალბათ, მხოლოდ ღმერთის იმედით...