"მსოფლიო კვერცხის დღე" - კვირის პალიტრა

"მსოფლიო კვერცხის დღე"

გინესის წიგნის მიხედვით,  მსოფლიოში ყველაზე დიდი ომლეტი ჩვენმა მეზობელმა თურქებმა დედაქალაქ ანკარაში დაამზადეს. "თურქეთის კვერცხის მწარმოებელთა

ასოციაციამ" გიგანტური ომლეტი მიუძღვნა "მსოფლიო კვერცხის დღეს". 7,7-ტონიანი "ერბოკვერცხის" მომზადებას 110 000 ცალი კვერცხი დასჭირდა. ამით ანკარას მზარეულებმა მოხსნეს სამხრეთ აფრიკაში 2009 წელს დამყარებული რეკორდი - კეიპტაუნის ომლეტი "სულ რაღაც" 3,6 ტონას იწონიდა..