"საბედისწერო" წიგნი - კვირის პალიტრა

"საბედისწერო" წიგნი

51 წლის ინგლისელი მსოფლიოში ლუდის ქილების პირველი კოლექციონერია - მან 35 წლის განმავლობაში 6788 ცალი სხვადასხვაგვარი ლუდის ქილა შეაგროვა და სახლი

ლუდის ქილებით გამოტენა. მისი ცოლი დებორა ქმრის გატაცებით მეტისმეტად შეწუხებულია, თუმცა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს: 1975 წელს მან აჩუქა საქმროს წიგნი სახელწოდებით "ლუდის ქილების შეგროვება"! სწორედ იმ დღიდან გაუჩნდა ნიკს აზრი ქილები შეეგროვებინა.