მშვიდობისმოყვარე უძახე შენ... - კვირის პალიტრა

მშვიდობისმოყვარე უძახე შენ...

ამბობენ, რომ ბეჰემოთები მშვიდობისმოყვარე, ბალახისმჭამელი ცხოველები არიან; თურმე მთლად ასე როდია - აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბინადარი სწორედ ბეჰემოთი ყოფილა...

ვინ იცის, რისთვის მოკალათდა პატარა ნიანგი ბეჰემოთების ფუმფულა ზურგზე, იქნებ ნილოსში მოჭყუმპალავეს სურდა, აფრიკის მზეს მიჰფიცხებოდა...

ერთი კია - ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, ბეჰემოთის წერა თუ გახდებოდა. როგორც ჩანს, ნიანგის თავხედობით აღშფოთებულმა ჰიპოპოტამმა დაუპატიჟებელი სტუმრისათვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა - მის ზურგზე არხეინად გაწოლილი ნიანგი დაითრია, ხახა დააფჩინა და... გემრიელად "ჩაკბიჩა"...