ქოსა ვირთხა ლეოპარდსაც აშინებს - კვირის პალიტრა

ქოსა ვირთხა ლეოპარდსაც აშინებს

ეთიოპიის, კენიისა და სომალის ბინადარი დიდი აფრიკული ვირთხა მოლი მეტად უსიამოვნო სანახავია - იგი "შიშველია"! სამაგიეროდ, მეტად გამძლეა - ვერ გრძნობს

ტკივილს, ძლიერი იმუნიტეტის გამო არანაირი დაავადება არ ეკარება და 20 წელზე მეტხანს ცოცხლობს. უშიშარი მოლი სიგრძით 15 სმ-ია, 80-დან 100 გრამამდე იწონის. მიუხედავად თავისი პაწაწკინტელობისა, ამ ქოსა არსებამ თვით ლეოპარდს დაახევინა უკან!