საინტერესო ისტორიული ფაქტები - კვირის პალიტრა

საინტერესო ისტორიული ფაქტები

მერი სიურეტი პირველი ქალი იყო ამერიკაში, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. მისი დანაშაული ის იყო, რომ აბრაამ ლინკოლნის მკვლელი - ჯონ ბუტი შეიფარა.

1946 წლის 2 ოქტომბერს, იაპონიის კაპიტულაციის გამო, რამდენიმე ათასმა იაპონელმა ოფიცერმა და ჯარისკაცმა, ასევე ჩინოვნიკმა იმპერატორის სასახლის წინ ჰარაკირით მოისწრაფა სიცოცხლე.

ეგრეთ წოდებული "ხრუშჩოვკის" პატარა, მაგრამ კომპაქტური, დაბალჭერიანი ბინების პროექტი ფრანგ არქიტექტორ კორბიუზეს ეკუთვნის და "მარსელის სახლი" ჰქვია.

დიდი ფილოსოფოსი სოკრატე ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა.

რუსეთის მეფე ივანე მრისხანემ ქალაქ ყაზანის აღების აღსანიშნავად მოსკოვში ვასილი ნეტარის ტაძარი ააგებინა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მეფის ბრძანებით მშენებლებს თვალები დასთხარეს, რათა მათ სხვაგან არ აეშენებინათ ასეთივე სილამაზისა და სიდიადის ტაძარი.

XIX საუკუნის ბოლოს ლონდონის გარეუბანში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, რომლის წევრებსაც გარეწრებისა და დებოშირების სახელი ჰქონდათ გავარდნილი და ეს გახლდათ ჰულიგანების ოჯახი, საიდანაც შემდეგ წარმოიშვა ხულიგანი.

ორივე მსოფლიო ომის დროს ვერც გერმანელებმა და ვერც იაპონელებმა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალხარისხიანი რადიოსაშუალებები ჰქონდათ, ვერ შეძლეს ამერიკელების რადიოკავშირის ტექსტების გაშიფრვა, რადგან რადისტებად ჰყავდათ ინდიელები, რომლებიც ინფორმაციას თავიანთ ენაზე გადასცემდნენ.