"მო­მა­ვალ­ში ერთი თვითმფრი­ნა­ვით ჩა­მო­ვალ, უფრო ბევრ მე­გო­ბარს ჩა­მო­ვიყ­ვან, ნა­ხონ სად გა­ვი­ზარ­დეო" - თინა კანდელაკის დაბადების დღე თბილისსა და მცხეთაში
"მო­მა­ვალ­ში ერთი თვითმფრი­ნა­ვით ჩა­მო­ვალ, უფრო ბევრ მე­გო­ბარს ჩა­მო­ვიყ­ვან, ნა­ხონ სად გა­ვი­ზარ­დეო" - თინა კანდელაკის დაბადების დღე თბილისსა და მცხეთაში
"შვილმა ისეთი სიტყვები უთხრა, ვუყურებდი და ვტიროდი"

თინა კანდელაკის გრანდიოზული დაბადების დღე თბილისსა და მცხეთაში - "შვილმა ისეთი სიტყვები უთხრა, ვუყურებდი და ვტიროდი"]

რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა თინა კან­დე­ლაკ­მა და­ბა­დე­ბის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. თინა თბი­ლის­ში ქმარ-შვილ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და. მისი გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ბა­დე­ბის დღის ორ­გა­ნი­ზე­ბა კი, ცნო­ბილ­მა ივენთ-მე­ნე­ჯერ­მა თაკო დო­ლა­ბე­რი­ძემ გა­ა­კე­თა. თინა კან­დე­ლაკ­მა სა­კუ­თა­რი იუ­ბი­ლე სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა კი ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბით ნატო ჭყო­ნი­ამ გა­ა­ფორ­მა. უფრო დე­ტა­ლუ­რად სკან­და­ლუ­რი
ჟურ­ნა­ლის­ტის და ბიზ­ნეს-ვუ­მე­ნის ქარ­თულ ვო­ი­აჟ­ზე AMBEBI.GE-თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე ესა­უბ­რა:

- თიკა კან­დე­ლა­კი არის ჩემი მე­გობ­რის თემო დო­ლი­ძის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნას და­ემ­თხვა მისი და­ბა­დე­ბის დღე, გა­და­წყვი­ტეს სა­კუ­თა­რი იუ­ბი­ლე სწო­რედ აქ გა­და­ე­ხა­და. ამი­ტომ მომ­მარ­თეს მე, შე­ვარ­ჩიე ლო­კა­ცი­ე­ბი და ორ­დღი­ა­ნი პროგ­რა­მაც გა­ვა­კე­თეთ. მე თვი­თონ შევ­თა­ვა­ზე მათ
რეს­ტო­რა­ნი "მა­რა­ნი" ძველ თბი­ლის­ში, რად­გან ხე­დე­ბის ნახ­ვა უნ­დო­დათ, შემ­დეგ წა­ვე­დით მცხე­თა­ში ჯვარ­ზე, იქე­დან რეს­ტო­რან­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, სა­დაც მას­ტერ-კლა­სი ჩა­ტარ­და, პური გა­მო­ა­ცხვეს, ყვე­ლი ამო­იყ­ვა­ნეს, ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია მოხ­და
, სა­ღა­მოს კი თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დით. ეს ყვე­ლა­ფე­რი რეს­ტო­რან­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ირ­ვერ­კით დას­რულ­და. თემო დო­ლი­ძე იყო მისი მას­პინ­ძე­ლი, მისი და­ვა­ლე­ბით მო­ვა­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი, რუ­სე­თი­დან 12 სტუ­მა­რი ყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი.

- რა მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­და კან­დე­ლაკს?

- არაა ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნე­ბი არ ჰქო­ნია. რო­გორც გა­ირ­კვა, მას არ უყ­ვარს და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­და, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მისი იუ­ბი­ლე მის თბი­ლის­ში ყოფ­ნას და­ემ­თხვა, გა­და­წყვი­ტა გა­და­ე­ხა­და. პი­რო­ბა დადო, მო­მა­ვალ­ში ერთი თვითმფრი­ნა­ვით ჩა­მო­ვალ, უფრო ბევრ მე­გო­ბარს ჩა­მო­ვიყ­ვან, ნა­ხონ სად გა­ვი­ზარ­დეო, რა ქვე­ყა­ნა მაქ­ვსო. მას აქვს რუ­სეთ­ში სა­კუ­თა­რი რეს­ტო­რა­ნი "თი­ნა­თი­ნი", სა­დაც სტუმ­რებს ქარ­თულ კერ­ძებს სთა­ვა­ზო­ბენ.

- ვა­ჟიც ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი...

- ბიჭი ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი, გავ­გიჟ­დი დედა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. მის­მა ვაჟ­მა ისე­თი სი­ტყვე­ბით მი­უ­ლო­ცა დე­დას და­ბა­დე­ბის დღე, ვუ­ყუ­რებ­დი და ვტი­რო­დი. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დე­დას და უთხრა, ისე­თი შვი­ლი ვიქ­ნე­ბი, რო­გო­რიც შენ გე­კად­რე­ბაო.

- რო­მე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი მღე­როდ­ნენ მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე?
- მღე­რო­და „ქარ­თუ­ლი კვარ­ტე­ტი“, ასე­ვე ლიკა და სა­ლო­მე დო­ლი­ძეების ბენ­დი.

- ქარ­თვე­ლე­ბი­დან ვინ ეს­წრე­ბო­და და­ბა­დე­ბის დღეს?


- ქარ­თვე­ლე­ბი­დან მისი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ სტუმ­რად, ცოტა ხნით მო­ვი­და შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. უფრო სტუმ­რე­ბის­თვის იყო გა­კე­თე­ბუ­ლი ეს და­ბა­დე­ბის დღე.

- ხალ­ხი რო­გორ ხვდე­ბო­და ქუ­ჩა­ში?
- ძა­ლი­ან თბი­ლად და კარ­გად ხვდე­ბო­და ხალ­ხი. მო­დი­ოდ­ნენ და კოც­ნიდ­ნენ, ჩემს თა­ო­ბას კარ­გად ახ­სოვს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­დი­ო­და და ამ­ბობ­და, გა­მარ­ჯო­ბათ, ეს მე­ო­რე არ­ხია, მე თიკა კან­დე­ლა­კი ვარო. ასე რომ, ნოს­ტალ­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს მის მი­მართ, ეხუ­ტე­ბოდ­ნენ, უხა­რო­დათ და თა­ვა­დაც თბი­ლად ხვდე­ბო­და ყვე­ლას.

იხილეთ ფოტოები დაბადების დღიდან

თამარ ბოჭორიშვილი
90-იანებში მქონდა კონტაქტი,მაგას რა გამოცვლიდა
13 ნოემბერი 2019 13:12
პუწინის აგენტი,უსირცხვილო,ამორალური დიაცი+არაქართველი!
გრიგორი
13 ნოემბერი 2019 11:03
ეგ უნამუსო სულ საქართველოსა და ქართველების გინებაშია! თანაც პუტინის ფანია, საქართველოს დაუძინებელი მტრის !
...
13 ნოემბერი 2019 06:56
სასომხეთში წასულიყო

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები