ბერას მეუღლემ ჭორ­ვი­ლა­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იმ­შო­ბი­ა­რა - ექსკლუზიური დეტალები მილიარდერის პირველ შვილიშვილზე - კვირის პალიტრა

ბერას მეუღლემ ჭორ­ვი­ლა­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იმ­შო­ბი­ა­რა - ექსკლუზიური დეტალები მილიარდერის პირველ შვილიშვილზე

საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირველი შვილიშვილი - ბერუკა ივანიშვილი, 29 ნოემბერს მოევლინა ქვეყანას. ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს ნოემბერში იქორწინეს და მილიარდელის პირველი შვილიშვილის დაბადებას საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდებოდა.

ნანუკას ორსულობისა და ბავშვის სქესის შესახებ პერიოდულად ბერას "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდიდან ხდებოდა ცნობილი, სადაც მომღერალი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

ივანიშვილების რძლის მშობიარობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დავუკავშირდით ოჯახთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც ღიად საუბარი არ უსურვეს, თუმცა გარკვეული დეტალების გარკვევა მაინც მოვახერხეთ.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, ივანიშვილების რეზიდენციაში იმშობიარა. ცხადია, სახლში მშობიარობა სპონტანურად არ მომხდარა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილებმა სპეციალურად ავსტრიიდან ჩამოიყვანეს მეან-გინეკოლოგი და სანიტრების ჯგუფი.

მშობიარობას ასევე ესწრებოდა ოჯახის ნდობით აღჭურვილი მეანი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან. გაგრძელება