პიტი: რა დეპი, რის პარადი! - კვირის პალიტრა

პიტი: რა დეპი, რის პარადი!

სახალისო გაგრძელება მოჰყვა ვანესა პარადის "საპროტესტო გამოსვლას" -  ვარსკვლავ მეუღლეს, ჯონი დეპს, ფილმ "ტურისტში" ანჯელინა ჯოლისთან ერთად შიშველ

სცენაში მონაწილეობა კატეგორიულად აუკრძალა და ეროტიკული ეპიზოდი სცენარიდან საერთოდ ამოაღებინა.

ახლახან "ტურისტის" მსოფლიო პრემიერის საზეიმო საღამოზე ანჯელინა ჯოლისთან ერთად მისი მეუღლე ბრედ პიტიც გამოცხადდა. მართალია, პიტი, ვანესას დარად, დეპს "ეჭვიანად" არ უბღვერდა, მაგრამ მთელი საღამო ცოლს შეყვარებული თვალებით შესციცინებდა და მისთვის ხელიც კი არ გაუშვია. ის კი არა, "განსაკუთრებული ჟესტით" თავისი გრძნობები სახალხოდ დაადასტურა, რაც პაპარაცებს, ცხადია, არ გამოჰპარვიათ.