"უმას ტერფების ფანი" ტარანტინო - კვირის პალიტრა

"უმას ტერფების ფანი" ტარანტინო

რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს ნიუ-იორკის სასტუმრო "ჰილტონში" საპატიო საღამო მოუწყვეს, რომელსაც ჰოლივუდის მეგავარსკვლავი უმა თურმანიც დაესწრო.

თურმანი, როგორც ავი ენები ამბობენ, ტარანტინოს "ყველაზე საყვარელი" მსახიობია. რეჟისორს ნახევრად ხუმრობით ხშირად უთქვამს, რომ მის ფილმში ფეხშიშველა ცეკვის ცნობილი სცენის შემდეგ, ის უმას "შიშველი ტერფების მაღმერთებელია"...

უმასა და ტარანტინოს "განსაკუთრებული ურთიერთობები" ამჯერადაც დადასტურდა: უმას ხუმრობით შეთავაზებაზე ტარანტინომ და უმამ თურმანის "კრისტიან ლუბუტინის" მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები 1.200-დოლარიანი შამპანურით შეავსეს, "მეგობრობისაც" შესვეს და "ნაზი სცენაც" კოცნით დაასრულეს.