"არ მერიდება ამის გამხელა"
"არ მერიდება ამის გამხელა"
"მინახავს ადამიანები, რომლებიც სოფელში გაიზარდნენ, იქ ბუნების მშვენიერებას ეზიარნენ და მათაც საოცრად კარგი გემოვნება აქვთ"

"ფლორენციაში თუნდაც უბრალო სილამაზის სალონში რომ შეხვიდე, სტილისტი ე.წ. ჩოლკასაც სულ სხვანაირად, ლამაზად და მოხდენილად შეგჭრის. გაკვირვებული გამოდიხარ სალონიდან, მაგრამ არაფერია გასაკვირი - ის ადამიანი მთელი ცხოვრება განსაცვიფრებელ სილამაზეს უყურებს, გამჯდარი აქვს ცნობიერში დახვეწილი გემოვნება", - ამბობს უმშვენიერესი და მრავალმხრივ ნიჭიერი ია ფარულავა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ხანია, ინტერვიუ არავისთვის მიუცია...


-
ვფიქრობ, დახვეწილი გემოვნება ბუნებისგან მომადლებული ნიჭია... დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსაც, სადაც იზრდები. მაგალითად, ადამიანი თუ ფლორენციაში დაიბადება და ყოველდღე უმზერს ხელოვნების განსაცვიფრებელ ნიმუშებს - მიქელანჯელოს, ბრუნოს შემოქმედებას, უნდა თუ არა, სხვანაირი გემოვნება უყალიბდება... თუმცა, მინახავს ადამიანები, რომლებიც სოფელში გაიზარდნენ, იქ ბუნების მშვენიერებას ეზიარნენ და მათაც
საოცრად კარგი გემოვნება აქვთ.

- მოდის სამყაროს ყველაზე ცნობილი ქალი - კოკო შანელიც ხომ არ იყო მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი?
- დიახ, კოკო შანელი არ იყო მაღალი წრიდან, მაგრამ ის მონასტერში იზრდებოდა და იქ ქალები ასწავლიდნენ კერვას, ქარგვას, ხელგარჯილობას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს! გემოვნება ბავშვობიდან ესთეტიკური ნორმების ჩამოყალიბებაა. მე პირადად, გემოვნება საუკეთესოდ მაქვს განვითარებული კლასიკური მუსიკის განხრით. ბავშვობიდან კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი, ოპერაში დავდიოდი; შემიძლია გავარჩიო იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოები რომელი მუსიკოსის შესრულებითაა უკეთესი. მიუხედავად იმისა, რომ ნოტები ერთი და იგივეა, ყველა სხვადასხვანაირად ასრულებს... კლასიკური მუსიკის სიყვარული დიდ გავლენას ახდენს ადამიანის გემოვნებაზე...

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება, როგორც გემოვნებიანი ადამიანებით დასახლებულმა?
- იტალიამ! მგონია, ყოველი მეორე ქართველისთვის იტალია არის ხელოვნების აკვანი. საოცარი ქვეყანაა - მუზეუმი ღია ცის ქვეშ! ვენეციაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ დაიტბორა და ვწუხვარ იქ მომხდარის გამო. იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება და წავალ. რატომღაც, ჯერ არ ვყოფილვარ ლონდონშიც - ეს საქმეც გამოსასწორებელია (იცინის)... ჩემთვის იტალიაა ყველაფრის პიკი - რომი, ფლორენცია, მილანი, თავის კუნძულებით, პატარ-პატარა ქალაქებით, ტოსკანით... მართლაც, საოცრებაა თავიდან ბოლომდე და ეს საოცრება მოსახლეობაზე დიდ გავლენას ახდენს.

- ამბობენ, რომ თბილისში თბილისური მოდა დაიკარგა... რამდენად ეთანხმებით?
- აზრზე არ ვარ, რა არის თბილისური მოდა! თბილისში და განსაკუთრებით ვაკეში ყოველთვის კარგად ეცვათ... ახლა მით უმეტეს, ათასნაირი ბრენდი შემოვიდა და "მეორადებშიც" კი გადასარევი სამოსის შერჩევა შეიძლება... ვაკეში ჩვენ ასეთი ტენდენცია გვქონდა: საზღვარგარეთ იშვიათად დავდიოდით და იქ რომ სამოსს შევიძენდით, მერე აქ ერთმანეთისგან ვყიდულობდით... იყო ხვეწნა-მუდარა, მომყიდეო და დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას სულაც არ ვთაკილობ.
კომუნისტურ პერიოდში, როდესაც მოსკოვში ჩავდიოდით, ვიღაცებისგან ვყიდულობდით სამოსს... მახსოვს, ერთ გოგოს "დოლჩე და გაბანას" შარვალი და კოსტიუმი ფაქტობრივად, გავხადეთ. ისე, გვარიანად ძვირად მოგვყიდა... ასე შევიძინე ტრუსარდის ფეხსაცმელები და ჩანთაც, რომელშიც იმ პერიოდში რეკორდული თანხა მაქვს გადახდილი - დაახლოებით პროფესორის ორი თვის ხელფასი, მაგრამ არ მერიდება ამის გამხელა, რადგან მიყვარდა კარგი ჩაცმა... ისე, თუ კარგი გემოვნება გაქვს, უბრალო სამოსსაც შეუხამებ ერთმანეთს. სულაც არ არის აუცილებელი ბრენდები გეცვას.

- გქონიათ შემთხვევა, როდესაც სასურველი სამოსის შესაძენად საკმარისი თანხა არ გქონდათ?
- რამდენჯერაც გინდათ და ახლაც ეგრეა! მაგალითად, განსაკუთრებულად მიყვარს "გუჩი", გართულება მაქვს ამ ბრენდზე. ძალიან მისტიკურია ჩემთვის და საოცარ ენერგიას ატარებს... თუმცა, არსებობს "გუჩის" კაბები, რომელსაც ვერასოდეს ვიყიდი, რადგან ოთხნიშნა და ხუთნიშნა ციფრები ღირს. გამორიცხულია, რომც მქონდეს, კაბებში ამდენი ფული გადავიხადო, ორჯერ ჩავიცვა და მერე კარადაში იდოს.
მადლობა ღმერთს, ჩემი სასტუმრო კარგად მუშაობს, მაგრამ ჩემი შემოსავლის ოც პროცენტს ქველმოქმედებას ვახმარ. სამ ოჯახს ვეხმარები. ეს ადამიანები აუცილებლად კარგად უნდა მეგულებოდნენ, რადგან ერთი უკვე პენსიონერია, თავის დროზე ფუფუნებაში ცხოვრობდა, ახლა კი პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს. მან აუცილებლად უნდა მიიღოს თანხა ჩემგან, რომ ახლაც ღირსეულად იცხოვროს... მეორეა და მუშაობა შეუძლია, მაგრამ არ ეძებს სამსახურს და ვეუბნები, - სამსახური იშოვე, ასეთ ცხოვრებას ნუ მიეჩვევი-მეთქი... (იხილეთ სრულად)



სოფლელი
19 დეკემბერი 2019 09:26
ანუ სოფელში დაბადებულსაც შეიძლება ჰქონდეს გემოვნება? ფაშისტური აზროვნება გააქვს მაგრამ სადღაც გეთანხმები ია. კარგი გემოვნება რომ ჩამოუყალიბდეთ შენ და შენნაირ "ჭკვიანების" უაზრო ბჟუტურს არ უნდა უყურონ და უსმინონ.ეკრანზე პირველ რიგში.
ნანა
17 დეკემბერი 2019 11:15
მართალია მუქი თმები ყველას არ უხდება, მაგრამ არც მუქი მოწითალო. ელიზაბეტ ტეილორს მუქი თმა , რომ ქონდა, იმიტომ არ იყო მსოფლიოს სილამაზის ეტალონი?
ინგა
16 დეკემბერი 2019 12:30
ესე იგი ისიც არ იცის რითი იტრაბახოს, ქუჩაში რაღაც მოეწონა და გახადა და ამით იწპნებს ''ჩვენ ვაკელები" თავს. ვაიმეეეეეეეეეეეეე. კარგით რა ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?