რამდენიმე კვირის წინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბაბუა გახდა. ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს ბიჭი შეეძინათ. ბერამ და ნანუკამ შვილს ბერუკა დაარქვეს, რაც, სავარაუდოდ, მათი სახელების შეერთებით იყო მიღებული.
ნანუკა გუდავაძემ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, ივანიშვილების რეზიდენციაში იმშობიარა. ცხადია, სახლში მშობიარობა სპონტანურად არ მომხდარა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილებმა სპეციალურად ავსტრიიდან ჩამოიყვანეს მეან-გინეკოლოგი და სანიტრების ჯგუფი.
მშობიარობას ასევე ესწრებოდა ოჯახის ნდობით აღჭურვილი მეანი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან.
ცოტა ხნის წინ ბერამ
ნანუკამ და ბერამ ჯვარი გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს. სვეტიცხოველში ნანუკას თეთრი კაბა ეცვა, ტრადიციული ქართული ელემენტებით, ბერას კი - ასევე თეთრი ფერის ჩოხა.