მსოფლიოს ცნობილი გამოცემები საქართველოს კულტურაზე, მეღვინეობასა და კულინარიაზე სტატიებს ხშირად აქვეყნებენ, მათ რიცხვში შედის ბრიტანული გამოცემა "ბი-ბი-სი", რომლის ჟურნალისტმა საქართველოში იმოგზაურა და ჩვენს კულინარიას ვრცელი სტატია მიუძღვნა:
"მე-19 საუკუნეში ცნობილმა რუსმა პოეტმა ალექსანდრე პუშკინმა დაწერა, - ყველა ქართული კერძი პოემააო. თუ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში რესტორნების რეკომენდაციას მთხოვთ, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა, აუცილებლად ქართულ რესტორანს გირჩევთ", - წერს სტატიის ავტორი.

"თბილისის ქუჩებში სეირნობისას, საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ სხედან
სადილობისას რესტორნებში ოჯახები და მიირთმევენ მოხვეულ და მოხარშულ "დამპლინგებს", რომელსაც აქ ხინკალი ქვია. თითოეული მათგანი თითქმის ჩოგბურთის ბურთის ზომისაა, შიგთავსი კი დამზადებულია ხორცის, მწვანილებისა და ადგილობრივი სუნელების ნაერთით. ხინკალში ასევე არის ამ ხორცის ბულიონიც, რაც მას უფრო დიდსა და წვნიანს ხდის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხინკალს ცივ ლუდსაც უხამებენ", - ვკითხულობთ სტატიაში.
უცხოელი ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ტურისტების რიცხვი 2012 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა. ხოლო გასულ წელს 2018 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 8 მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა. ტურისტების უმეტესი ნაწილი თბილისს სტუმრობს.
"ტურისტების უმრავლესობა, რომელიც სახლში ბრუნდება, აღნიშნავს, რომ საქართველოში დააგემოვნებთ საოცარ კერძებს, სადაც გაერთიანებულია აღმოსავლური და დასავლური კულინარიის გემოები. მათ შორისაა მწვადი, აჯაფსანდალი, ნიგვზიანი ფხალი და სხვადასხვა ყველით დამზადებული ხაჭაპური.

ჟურნალისტი ესაუბრა ქართველ მზარეულებს და მათ ხინკლის დამზადებისა და მასთან დაკავშრებული ისტორიის მოყოლაც სთხოვა:
"გადმოცემის თანახმად, ხინკალს თავდაპირველად მთაში, თუშეთსა და ფშავში ამზადებდნენ. მთაში ზამთარში ტემპერატურა საგრძნობლად დაბალია, უხვი ნალექის შემთხვევაში კი მთიდან გამოღწევა შეუძლებელია, იქ მცხოვრებნი ხინკალს დაბეგვილი საქონლის ხორცისგან ამზადებდნენ. დროთა განმავლობაში ეს კერძი რესტორნებშიც პოპულარული გახდა", - ამბობს გამოცემასთან ცნობილი ქართველი მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე.
"თუ იტყვით, რომ ხინკალი არ არის ქართული, შეიძლება მოგკლან კიდეც...(იცინის), მაგრამ სინამდვილეში, მსგავსი კერძი არაერთი ქვეყნის სამზარეულოში გვხვდება, ზოგადად ხორცისა და ცომის ეს კომბინაცია ჩინეთში იღებს სათავეს. ხინკლის მსგავსი დამპლინგები არის თურქულ და სომხურ კულინარიაშიც, მანტის სახით" ", - ამბობს ქართველი მზარეული.
(წყარო)
საპირისპირო აზრის მქონემ მითხრას , სად მზადდება ამ ფორმის და შეკმაზულობის ხინკალი და, კიბატონო. ხან მონღოლებს მიაწერეს, ხან --ჩინეთს. არა, ბატონო---ქართულია და თანაც სუფთა ფშავურ--თუშურ--მოხევურ--მთიულური.
ვენაცვალე მაგათ!!!
შეგარგოთ ქართველებო და ქართველთა დამფასებლებო!!!
მთავარი სანელებლების კომბინაცია და დამზადების მეთოდია რაც ხინკალს აქვს და არა ფორმის მსგავსება.
ეგრე ნამცხვრები ყველა ერთმანეთს გავს. გინდა ავსტრიული და გინდა ფრანგული, ტექნოლოგიაც ერთნაირია, გამოცხობა და კრემი. მაგრამ ერთია ყველა?!
მზარეულმა თუ მაგდენი არ იცის და ხინკალს პილმენისგან ვერ ანსხვავებს რა უნდა სამზარეულოში?