"გილოცავთ ახალ წელს" - სოციალურ ქსელში ივანიშვილების საახალწლო ფოტოები გამოჩნდა
სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახური, საახალწლო ფოტო გავრცელდა, რომელზეც მასთან ერთად არიან: მისი მეუღლე ეკა ხვედელიძე, მისი ვაჟები: უტა, ბერა და ცოტნე, ასევე ბერას მეუღლე ნანუკა გუდავაძე და პატარა შვილიშვილი ბერუკა. ასევე გამოქვეყნდა ფოტო ბერას ოფიციალურ გვერდზე, წარწერით: "გილოცავთ ახალ წელს", რომელზეც სანტას ფორმაში გამოწყობილი პატარა ბერუკა დიდიკოსთან და მამიკოსთან ერთად არის აღბეჭდილი.