"გილოცავთ ახალ წელს" - სოციალურ ქსელში ივანიშვილების საახალწლო ფოტოები გამოჩნდა - კვირის პალიტრა

"გილოცავთ ახალ წელს" - სოციალურ ქსელში ივანიშვილების საახალწლო ფოტოები გამოჩნდა

სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახური, საახალწლო ფოტო გავრცელდა, რომელზეც მასთან ერთად არიან: მისი მეუღლე ეკა ხვედელიძე, მისი ვაჟები: უტა, ბერა და ცოტნე, ასევე ბერას მეუღლე ნანუკა გუდავაძე და პატარა შვილიშვილი ბერუკა. ასევე გამოქვეყნდა ფოტო ბერას ოფიციალურ გვერდზე, წარწერით: "გილოცავთ ახალ წელს", რომელზეც სანტას ფორმაში გამოწყობილი პატარა ბერუკა დიდიკოსთან და მამიკოსთან ერთად არის აღბეჭდილი.

იხილეთ ასევე: "ცრემლი მომდის, როცა უმადური თანასოფლელების ნათქვამს ვისმენ" - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელი?